Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში, გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი სასამართლომ დაკითხა
გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ, გოგა ანჩაბაძის სასამართლო სხდომაზე დღეს, 26 ივნისს, თავად ბრალდებული დაიკითხა. იგი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და სასამართლოს საქმეზე განსხვავებულ ვერსიას უყვება. „ჩხოროწყუში ვიყავი სტუმრად, ოდნავ ნასვამი წამოვედი. გადავწყვიტე კახა გულორდავასთვის გამევლო, დავურეკე, მაგრამ მობილური გამორთული ქონდა, ამიტომ მის მეუღლესთან დავრეკე. მანქანაში ღვინოც მქონდა, ვუთხარი, რომ მასთან და კახასთან ერთად მინდოდა დამელია. მან მითხრა, რომ დედამისის სახლში იმყოფებოდა. გავუარე ანას და ერთად წავედით მათ სახლში. გზაზე დაახლოებით 60კმ/სთ -ით ვმოძრაობდი, როცა ჩემს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანა შემხვდა, რომელმაც ფარები ამინთო. ვიფიქრე, შეიძლება მანქანას ჩემი ზემდგომი პირი მართავს, არ მინდოდა ნასვამი ვენახე საჭესთან, ამიტომ არ გავუჩერე და სიჩქარეს მოვუმატე. სწრაფად ვმოძრაობდი, ამასობაში ე.წ პოლიტექნიკურ კოლეჯთან აღმოვჩნდი, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა მინდოდა, ამ მიზნით კოლეჯის ეზოში „შევვარდი“. ამ დროს ანას განწირული ხმა შემომესმა -გააჩერეო იყვირა, მაშინვე დავამუხრუჭე, ანი მანქანიდან გადმოვიდა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი, აღელვებული იყო „აქ რატომ შემომიტყუეო?“ -ამბობდა. გავგიჟდი, ჩემზე ეს როგორ იფიქრე მეთქი, ამ დროს ქალბატონი გამოვიდა შენობიდან. ეს ქალბატონი ჩვენს შორის იდგა, ანა იგივეს იმეორებდა, ქალბატონმა ის შენობაში შეიყვანა, მოგვიანებით მეც შევედი, მანდ ოთხი ქალბატონი დამხვდა, ერთ-ერთი ინვალიდის ეტლით იყო. სასამართლოზე ამდენი მოწმე საიდან გაჩნდა არ ვიცი, მე იქ მხოლოდ 4 ქალბატონი ვნახე“- განაცხდა ანჩაბაძემ. მისივე თქმით მან სთხოვა ანა ძაპტაშვილს დამშვიდებულიყო და სახლში წაყვანა შესთავაზა, თუმცა ძაპტაშვილი არ დათანხმა. „გაოგნებული ვიყავი, მან ჩემში ეჭვი შეიტანა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ეს ეჭვი მან თავის თავში ეძებოს,“- თქვა ანჩაბაძემ პროცესზე. ანჩაბაძის თქმით, იგი მეორე დღეს სამსახურში იმყოფებოდა, რა დროსაც  მას ძაპტაშვილის დედა დაუკავშირდა და უთხრა, რომ იცოდა „მისი საქციელის“ შესახებ. „მითხრა, ჩემი შვილი შეგიტყუებია, ვიცი, რომ მისთვის ხელი არ დაგიკარებია, მაგრამ შენ იქ ისე, უბრალოდ,  არ შეხვიდოდიო. მე ვუთხარი, რომ ხვალ შევხვდებოდი და დეტალურად ავუხსნიდი ყველაფერს.“ როგროც ანჩაბაძე განმარტავს, აღნიშნული საუბრიდან 3-4 საათში ანჩაბაძეს მისი და გულორდავას საერთო მეგობარი ირაკლი მალანია დაუკავშირდა. „მითხრა კახამ დამირეკა, გუშინდელ ინციდენტზე, გაოგნებულია, არ სჯერა და შენი ნახვა უნდაო, მე დავთანხმდი. გულორდავასთან მალანიას მანქანით მეორე დილით ავედით, ჩიხში შევედით, გულორდავას სამარშრუტო ტაქსი მოგვიდგა უკან. მინდოდა ყველაფერი დეტალურად ამეხსნა, მაგრამ ვინ გაცალა?! მერე რაც მოხდა ეს იყო წამება, უმძიმეს მდგომარეობაში ჩამაგდეს, შვიდ ადგილას მაქვს ფეხი გახვრეტილი.“- განუცხადა ანჩაბაძემ სასამართლოს. გაუპატიურებაში ბრალდებული მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საქმის ამ მუხლით აღძვრა გულორდავას დანაშაულის გადასაფარად მოხდა. „ეს მათი ერთადერთი გამოსავალი იყო, მე ვარ უდანაშაულო, ამ ადამიანისთვის ხელიც არ დამიკარებია,-“ აღნიშნავს ანჩაბაძე. დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის კიდევ 3 მოწმე დაიკითხა. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სასამართლო ექსპერტმა მამუკა ნოსერიძემ, სასამართლოს მის მიერ გაცემული დასკვნა წარუდგინა. დასკვნაში მითითებულია, რომ ძაპტაშვილს დაბეჟილობის გარდა სხვა სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც ზემოქმედების შედეგად მიღებულ მექანიკურ დაზიანებას არ წარმოადგენს. შსს-ს ქიმიკოს-ექსპერტმა სოფიო ეხვაიამ სასამართლოს უთხრა, რომ ძაპტაშვილისა და ანჩაბაძის ტანისაცმელზე ურთიერთგარდამავალი ბოჭკოვანი ჯგუფის ქსოვილები არ აღმოჩნდა. ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ექსპერტმა თამარ შოშიტაიშვილმა კი სხდომაზე დადასტურა, რომ ძაპტაშვილის ტანსაცმელზე საერთო საექსპულატციო ცვეთის გარდა სხვა სახის დაზიანება არ აღმოჩნდა. მომდევნო სასამართლო სხდომა ანჩაბაძის საქმეზე ხვალ 27 ივნისს არის ჩანიშნული, სადაც მოსამართლე მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს და სავარაუდოს განაჩენსაც გამოიტანს.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.