Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/hhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhhh1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ ანჩაბაძეს სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა (ვიდეო)
ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ, ყოფილ პოლიციელს გოგა ანჩაბაძეს, ბრალი მე-19 და 137-ე მუხლების საფუძველზე ჰქონდა წარდგენილი,რაც წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობის მცდელობას გულისხმობს. მოსამართლე ნატრული აკობიამ ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად და ანჩაბაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა,განაჩენის გასაჩივრების უფლებით მიუსაჯა. ანჩაბაძის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს,რომ განაჩენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიმართა თხოვნით,რომ გოგა ანჩაბაძე მე-19 და 137-ე მუხლების საფუძველზე გასამართლებულიყო.დაცვის მხრემ კი დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის მიმართ, დაზარალებულის ახლობლების მხრიდან არსებულ პირად ინტერესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანჩაბაძის მიმართ საქმე მავანთა და მავანთა მიერ არის შეთითხნილი. მისივე მტკიცებით,არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს,იმაზე რომ ანჩაბაძემ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. სხდომაზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა გოგა ანჩაბაძემაც, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. „ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა და არც პირდაპირი მტკიცებულება. მე უდანაშაულო ვარ და მჯერა რომ,თქვენ მიიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა გოგა ანჩაბაძემ. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 ნოემბერს გოგა ანჩაბაძის მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის, ანჩაბაძე ძაპტაშვილის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა. სამართალდამცავებმა იგი 2013 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.