რაულ ხაჯინბა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის , ხოლო ვიტალი გაბნია- ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.
სოხუმში რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიის „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“ ყრილობამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად აღნიშნული პარტიის თავმჯდომარე - რაულ ხაჯინბა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად - ორგანიზაციის „არუაა“ ხელმძღვანელი ვიტალი გაბნია დაასახელა.
ყრილობაში 270 დელეგატი მონაწილეობდა. მას აგრეთვე ე.წ. ცესკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დე - ფაქტო აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები