Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1402406577_a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1402406577_a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1402406577_a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/1402406577_a.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოება განათლების მინისტრს მიმართავს
ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს რადიო "ათინათი"უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ზუგდიდის საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა, ჩვენს ქალაქში იგეგმება მასწავლებელთა სახლის მშენებლობა. ასეთი ინიციატივა მისასალმებელია, მით უფრო, როდესაც საქმე მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას ეხება. ქალაქის საზოგადოებრიობა იწონებს მასწავლებელთა სახლის ზუგდიდში მშენებლობის იდეას. გვინდა მოგახსენოთ, რომ მასწავლებელთა სახლის მშენებლობა, რომელიც დაგეგმილია ზუგდიდის 1-ლი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადრე აქ იყო განთავსებული ქალაქის საკათედრო ტაძარი და სასაფლაო. ეს ფაქტი დასტურდება როგორც ისტორიული წყაროებით, ასევე უხუცესთა გადმოცემით. ეს ტაძარი, როგორც სხვა მრავალი ეკლესია-მონასტერი დაინგრა ათეისტური პერიოდის დროს. მიგვაჩნია, რომ იმ ადგილზე, სადაც ძველი ტაძრის საძირკველი, საკურთხეველი და წინაპართა საძვალეა, ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი სახის საერო დაწესებულების განთავსება. ზუგდიდში შესაძლებელია შესაბამისი ტერიტორიის მოძიება თქვენი კეთილშობილური იდეის განსახორციელებლად. საერო და სასულიერო წრეების ერთობლივი ძალისხმევა და აზრთა გაზიარება ყოველთვის იყო და არის ქართული სახელმწიფოს წარმატების, ამავე დროს, ნებისმიერი ახალი იდეისა თუ ინიციატივის განხორციელებისა და კეთილად დასრულების საწინდარი. პატივისცემით, 1) ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი 2) საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე 3) ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ხელმძღვანელი 4) ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე 5) მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ დირექტორი 6) საზოგადოებრივი აზრის დარბაზის სპიკერი 7) ცოტნე დადიანის დარბაზის თავმჯდომარე 8) ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ დირექტორი 9) ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელი 10) ზუგდიდის განვითარების ფონდი "ერთსულოვნების" პრეზიდენტი 11) ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი 12) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი 13) ასოციაცია „გაენათის“ დირექტორი 14) ასოციაცია „განათლების სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე 15) სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.