Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/cms-image-000012668.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/cms-image-000012668.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/cms-image-000012668.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/cms-image-000012668.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ომბუდსმენის წარმომადგენლები ონარიაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ
2014 წლის 15 ივლისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის ონარიის თემის დასახლებაში, სადაც ადგილზე მოხდა თემში  არსებული პრობლემების გაცნობა. ონარიის დასახლება მდებარეობს ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში. იგი დაარსდა საბჭოთა პერიოდში და წარმოადგენდა აქ არსებული ჩაის  ფაბრიკისა და სხვა რამდენიმე საწარმოს მუშათა ერთგვარ კომპაქტურ დასახლებას, გააჩნდა საკუთარი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებდა – საბავშვო ბაღი, საექიმო ამბულატორია, საშუალო სკოლა, მოწყობილი იყო კანალიზაცია, ასევე აქ იქნა აშენებული ინფექციური საავადმყოფო  და პოლიციის შენობა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად საწარმოებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, მცხოვრებთა დიდი ნაწილი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, დაცარიელებული კორპუსები (ონარიაში სულ 31 საცხოვრებელი კორპუსია) თვითნებურად დაიკავეს დევნილებმა აფხაზეთიდან და უსახლკარო ოჯახებმა. მოყოლებული ამ პერიოდიდან ონარია ჩამოყალიბდა – ადგილობრივთა, დევნილთა და ცალკეულ უსახლკარო ოჯახთა ინტეგრირებულ კომპაქტურ ცენტრად. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, საქმესთან დაკავშირებით მოძიებული დოკუმენტაციით ასევე დადგენილია, რომ ონარიის დასახლებაში დაახლოებით 350 ადამიანი ცხოვრობს. დღეის მდგომარეობით, ონარიაში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია (სულ 31) ამათგან 29 ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 1 ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, 1 ყოფილი საერთო აბანოს შენობა. დაზიანებულია მზიდი კედლები,  აბსოლუტურად ყველა სახლს აწვიმს. ონარიაში არსებული საცხოვრებელი სახლების საძირკველი მორყეულია, მათი უმრავლესობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. დაზიანებულ სახურავებში წყალი ადვილად ჟონავს, შესაბამისად, განსაკუთრებით მეორე სართულზე მცხოვრებნი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან უამინდობის დროს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის, ონარიის თემში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და მატერიალური პრობლემები და უზრუნველყოს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოსახლეობისათვის ადეკვატური დახმარების გაწევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.