რუბრიკები
”მანდარინები” ”ოსკარზე” წარადგინეს
ხორვატიამ, სერბეთმა, ფინეთმა და ესტონეთმა ”ოსკარზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში საკუთარი ნომინაციები წარადგინეს. ესტონეთმა ამ კატეგორიაში ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი ”მანდარინები” წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას hollywoodreporter.com ავრცელებს. ზაზა ურუშაძის ფილმი ”მანდარინები” მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ადგილობრივები გაიყვანა, თუმცა რამდენიმე აფხაზეთში თავისი სურვილით დარჩა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა; სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. დრამაში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი, ესტონეთში საუკუნის მსახიობად აღიარებული ლემბიტ ულფსაკი, ელმო იუგანენი და დარავიო ტრასსი. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ზაზა ურუშაძეა, პროდუსერები არტურ ვეებერი, ტატიანა მიულბეერი, კომპოზიტორი კი ნიაზ დიასამიძე. ”მანდარინები” საქართველო- ესტონეთის ერთობლივი ნამუშევარია. ესტონეთს ფილმში მეტი თანხა აქვს ჩადებული და შეეძლო ”ოსკარზე” წარედგინა. ”ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს ნამუშევარს სხვა წარადგენს”, - განაცხადა რეჟისორმა. ”მანდარინებს” არაერთი ჯილდო ხვდა წილად. ფილმისთვის ზაზა ურუშაძემ ესტონეთის კინოკრიტიკოსთა პრიზი აიღო, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელს ლემბიტ ულფსაკს კი ჯილდო საუკეთესო როლისთვის ერგო. ზაზა ურუშაძემ კიდევ ერთი პრიზი და მადლობა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ესტონური კულტურის პოპულარიზაციისთვის მიიღო. ნამუშევარი ”ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის“ ორი ნომინაციის — „საუკეთესო რეჟისურისა“ და „აუდიტორიის ჯილდოს“ გამარჯვებულია. საერთო ჯამში 2013-2014 წლებში ფილმმა 15-ზე მეტი ჯილდო მიიღო. რაც შეეხება ”ოსკარზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ხორვატიის, სერბეთისა და ფინეთის ნომინაციებს: ხორვატიის რჩეული 2013 წლის კომედიაა - რეჟისორ ტომისლავ მერსიკის ფილმი ”Cowboys”; სერბეთმა წარადგინა რეჟისორ დრაგან ბიელოგრლიჩის 2014 წლის კომედია ”See You in Montevideo”. ფინეთმა კი რეჟისორ პირო ჰონკასალოს შავ-თეთრი თრილერი ”Concrete Night” შეარჩია. შეგახსენებთ, ”ოსკარზე” კანდიდატი ფილმების წარსადგენად ბოლო ვადა 1 ოქტომბერია. ”ოსკარის” ნომინაციები ცნობილი 2015 წლის 15 იანვარს გახდება, ხოლო დაჯილდოვების ცერემონიალი 22 თებერვალს ”დოლბის” თეატრში გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.