რუბრიკები
სამი ყველაზე მავნე პროფესია
სპეციალისტებმა დაასახელეს ქალის ის სამი ყველაზე მავნე პროფესია, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს. ქალის ყველაზე საშიშ პროფესიებში პირველ ადგილზეა მასწავლებელი. ამ დროს, პირველ რიგში, ზიანდება ხმის იოგები, ხოლო პედაგოგების ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ანგინა ითვლება. მეორე ადგილს იკავებს პროფესია – მაღაზიის კონსულტანტი. მათ მთელი დღე უწევთ ფეხზე დგომა, საღამოსთვის კი ფეხები შუპდება და ჩნდება სიმძიმის შეგრძნება. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და შედეგად, შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა სერიოზულმა დაავადებამ, როგორიც არის – ვარიკოზი. როცა მთელი დღე ფეხზე დგახარ, კუნთები იჭიმება და ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. თავდაპირველად ფეხებზე ჩნდება ცელულიტი და ლურჯი "ბადე", რასაც შემდეგ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებამდე მივყავართ. მესამე ადგილს საშიშ პროფესიებში იკავებს ბორტგამცილებელი. მათ ყველაზე მეტი პრობლემა უჩნდებათ ფეხმძიმობის დროს. ექიმები ორსულობის პირველ თვეებში თვითმფრინავით მგზავრობას ქალებს არ ურჩევენ, ბორტგამცილებლებს კი გამუდმებით უწევთ ფრენა. ამ გადატვირთული გრაფიკის გამო ორსულობა მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.