რუბრიკები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მცენარეების აღრიცხვა დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოსაჭრელი ხეების და მცენარეების აღრიცხვა დაიწყო. სამუშაოებს ზუგდიდის მერიის ა.ა.ი.პ. „კეთილმოწყობის ცენტრი“ ახორციელებს. პარალელურად, ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობას ქალაქის მერის ინიციატივით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია გაუწევს , რომელსაც ქალაქ ზუგდიდის ვიცე - მერი გია გულორდავა უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, ის ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული და შესაძლებელია შეიცვალოს. კომისიის თავმჯდომარის გია გულორდავას თქმით, კომისიის წევრები კომპეტენტური ადამიანები არიან, მათ შორის -ორი გარემოს დაცვის სამსახურიდანაა. „ჩვენ ასევე ჩართული გვყავს ამ საქმის პროფესიონალი ადამიანი კარლო ჩოკორაია, რომელიც მეგზურობას გაგვიწევს და აგვიხსნის რომელი მცენარეა ღირებული. ხეების ნუმერაციის დასრულების შემდეგ შევადგენთ აქტს და შემდეგ დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. მცენარეების ნუმერაცია დღეს ან ხვალ ალბათ დასრულდება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდის ვიცე მერმა გია გულორდავამ. ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომლის პაატა გოგილავას თქმით, ბოტანიკურ ბაღი პირველ რიგში 1,5 ჰექტარზე გამრავლებული თხმელისგან უნდა გაიწმინდოს, რომელიც მისივე თქმით, ბაღში სარეველად ითვლება და ჩაგრავს სხვა ღირებულ ხეებს და მცენარეებს . ამასთან, გოგილავა ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხეს - სექვოიას ხმობა აქვს დაწყებული და უნდა მოიჭრას. თუმცა, მისივე თქმით, ეს საკითხი სპეციალურ შესწავლას საჭიროებს. „ მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ ბზა, რომლის სიგრძე 3000 მეტრი იყო, ახლა გავზომეთ და მხოლოდ 2 400 მეტრია დარჩენილი, თითქმის ნახავარ კილომეტრზე მეტია განადგურებული. ასევე, სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ ურთხელის ხე, რომელსაც მუხის ხე დაეცა და დააზიანა. ის ამ ბაღში ერთადერთია და ძალიან ძვირფასი“, - ამბობს პაატა გოგილავა. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. მათ შორის, ხელოვნური ტბის აღდგენა და ბაღში გასატარებელი სამუშაოებისა და საჭიროებების პროექტის მომზადება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.