რუბრიკები
National Geographic სვანეთის შესახებ
საქართველო კვლავ National Geographic-ის ყურადღების ცენტრშია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ჟურნალი სვანეთის შესახებ სათაურით „შუასაუკუნეების თავშესაფარი მთებში“ ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატიასთან ერთად ჟურნალში ფოტოკოლაჟია გამოქვეყნებული. National Geographic სვანების ყოველდღიური ცხოვრების წესს, ტრადიციებს, საცხოვრებელ ადგილებს და უძველეს კოშკებს აღწერს: „...უძლიერესი იმპერიები: არაბები, მონღოლები, სპარსელები, ოტომანები ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველოს დასაპყრობად ჯარებს აგზავნიდნენ, მაგრამ სვანეთი მე-19 საუკუნის შუანახევრამდე დაუპყრობელი იყო, რადგან ეს კუთხე კავკასიონის მთებით და ხეობებითაა გარშემორტყმული და დამალულია. მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოახერხეს რუსებმა სვანეთზე კონტროლის დამყარება. იზოლაციამ სვანეთს საკუთარი იდენტობა და ისტორიული მნიშვნელობა შესძინა. საქართველოს სხვადახვა კუთხეებში მტრის შემოსევისას ქართველებმა ხატები, ხელნაწერები, ძვირფასი ნივთები მთებში, სვანეთის ეკლესიებსა და კოშკებში გადამალეს. სვანეთი ქართული უძველესი კულტურის საცავი გახდა. საგანძურის დაცვის ფუნქცია სვანებმა მკაცრად შეასრულეს. ხატის ქურდს თემიდან მოკვეთა და ღვთისგან სასჯელი მოელოდა. მთის მტკიცე ცხოვრებისეული სტილით სვანებმა უძველესი კულტურა შეინარჩუნეს. ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის ცნობებით, სვანები მამაცი, სასტიკი მეომრები არიან. სტრაბონის თქმით, სვანები ოქროს მოსაპოვებლად ცხვრისტყავს იყენებდნენ და შეიძლება სწორედ ამ ცნობის საფუძველზე გამოემგზავრა იასონი არონავტებთან ერთად კოლხეთისკენ, რათა ოქროს საწმისი ხელში ჩაეგო. სვანეთში ქრისტიანობა მე-6 საუკენეში გავრცელდა. სვანებს აქვთ საკუთარი ენა, თემური სამართალი, მრავალფეროვანი მუსიკა, მათში არის რაინდული კოდი. სვანური სოფლების მონახულებისას დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს რამდენიმე ასეული სვანური კოშკი, რომელიც ძირითადად მე-9-13-ე საუკუნეებშია აგებულია. ეს კოშკები ნამდვილად არ არის დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლო, ეს არის კულტურის თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც საუკუნეებს სასწაულებრივად გაუძლო. ზემო სვანეთის სოფლები,- ეს კავკასიონის ყველაზე იზოლირებული ნაწილია. როგორც ნორვეგიელი აკადემიკოსი აღწერს სვანეთი ცოცხალი ეთნოგრაფიული მუზეუმია...“ „1996 წელს სოფელი უშგული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. უშგულის დაკლაკნილ გზაზე ხშირად ხდებოდა ყაჩაღობა და იშვიათად, რომ აქ ვინმეს გაებედა ჩასვლა, 2004 წლიდან უსაფრთხოების ძალებმა ყაჩაღური ჯგუფების განეიტრალება დაიწყეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხეში გეგმის განხორციელებას იწყებს, რაც ტურიზმის განვითარებას გულისხმობს.“   02-lagusheda-folk-ensemble-670 03-lamproba-commemorating-dead-670 04-mount-ushba-twin-peaks-670 05-ushguli-boy-and-horse-670 06-first-child-first-birthday-supra-670 07-ipari-ormotsi-ceremony-670 08-ieli-breakfast-with-sons-670 09-holy-festival-bell-ringing-contest-670 10-return-to-chazhashi-670 11-mestia-tenth-century-church-670 12-svaneti-winter-skiing-670 13-ushguli-defensive-tower-670

სტატიის ორგინალი ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

http://ngm.nationalgeographic.com/2014/10/svanetia/huey-photography#/01-svaneti-horse-transport-670.jpg  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.