რუბრიკები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
25 ადგილიანი (სეზონური გაფართოებით 50 ადგილი) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებას გაზაფხულზე დაიწყებს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გარახას უბანში ამ დრომდე არსებული საბავშვო ბაღის ხის ნაგებობის დემონტაჟი მოხდა. სასწავლო პროცესი კი დროებით, ნაქირავებ ფართში გრძელდება, რომლის დაფინანსებაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტით (თანადაფინანსებით) ხორციელდება. პროექტის ღირებულება 249 858 ლარია. სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 150-200 ბავშვზეა გათვლილი. თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების მშენებლობისათვის თანხები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. პროექტის ღირებულება 499 700 ლარს შეადგენს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.