სუზან სარანდონი ანიმაციურ გმირს გაახმოვანებს
სუზან სარანდონი და ჰილარი სვანკი, რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევა იქნება, კომედიური ანიმაციის მონაწილეები გახდებიან. სწორედ ისინი გაახმოვანებენ მთავარ გმირებს მულტფილმში “სპარკი”. ჰილარისა და სუზანს ჯესიკა ბილი და ჯეის ნორმანიც შეუერთდებიან.
“სპარკის” რეჟისორი აარონ ვუდლია.
ანიმაციის პრემიერა 2016 წლისათვის იგეგმება. ფინანსებს მთლიანად Redrover-ი დაფარავს.
მასალის გამოყენების პირობები