ფოთში საცხოვრებელი სახლის ფლიგელი ჩამოინგრა
ფოთში, კუნძულის უბანში, პლეხანოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ფლიგელი ჩამოინგრა. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ორი ოჯახი ცხოვრობს. ისინი ადგილობრივ მთავრობას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ.
"ოთახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ, საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, ამასწინათ ბავშვი მეორე სართულიდან გადამივარდა, გადამირჩა. მოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით", - აცხადებს მოქალაქე დალი გეგეჭკორი. ადგილობრივ მთავრობაში აცახდებენ, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე არ არის თავისუფალი ფართი, სადაც შეიძლება ეს მოქალაქეები ჩაასახლონ. "2013 წელს იყო საშუალება, რომ ამ ადამიანებს დროებითი თავშესაფარი მიეღოთ, მაგრამ მაშინ უარი თავად განაცხადეს, მიზეზად იმ ჭორს ასახელებდნენ, რომ იქ ინვესტორის შემოსვლა იგეგმებოდა, რომელიც ტერიტორიას იყიდდა და მათ სოლიდურ თანხას მისცემდა", - განაცხადა კუნძულის უბანში მერის წარმომადგენელმა ბიდიკო კაკულიამ. ფოთში, პლეხანოვის 12 ნომერში მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ თუ მათ ყურადღებას არავინ მიაქცევს ერთ დღეს ჩამონგრევას შესაძლოა, ვინმე ემსხვერპლოს.

მასალის გამოყენების პირობები