მსხლის სალათა
ინგრედიენტები:
მსხალი 2, ტკბილი სახეობის
ბროწეული 1
ნიგოზი 1/2 ჭიქა
სალათის მიქსი 200 გ
ყველი გორგონძოლა 50 გ (ან სხვა ობიანი ყველი)
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი 5-6 ს.კ
ბალზამიკო ძმარი 3 ს.კ, თეთრი
თაფლი 1/2 ჩ.კ
მომზადების წესი:
ზეთი, ძმარი, თაფლი, მარილი და პილპილი ათქვიფეთ კარგად, რომ კრემოვანი მასა მიიღოთ.
გარეცხილი, შემშრალი სალათის ფოთლები მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაამატეთ დაჭრილი მსხალი, ბროწეულის მარცვლები, ხელით დაფხვნილი ყველი, მოასხით სოუსი და ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ მოხალული ნიგოზი.
მიირთვით მაშინვე.
მასალის გამოყენების პირობები