ზუგდიდის ფეხბურთის ცენტრის შემსწავლელი კომისიის ხმაურიანი სხდომა (ვიდეო)
ა.ა.ი.პ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის განვითარების ცენტრის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა დროებით დებულებაზე იმუშავეს, რითაც კომისია შემდგომში მუშაობის გაგრძელებას აპირებს.
დებულების საბოლოო შინაარსი, როგორც კომისიის წევრები განმარტავენ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. სამუშაო შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გელა თოლორაია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მალხაზ ჭეჟია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საფეხბურთო კლუბის "ლაზიკა" მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას ეხებოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფეხბურთის განვითარების ცენტრის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 9 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო. ინიციატივა დეპუტატ მალხაზ ჭეჟიას ეკუთვნის, რომელიც მანამდე საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" ხელმძღვანელობდა. ჭეჟიას ფეხბურთის განვითარების ცენტრის მიმართ შეკითხვები აქვს, მათ შორისაა ცენტრის ფინანსური ხარჯები.
მასალის გამოყენების პირობები