Facebook–ი მომხმარებლებს კარგავს
Facebook–ი მომხმარებლებს კარგავს – გასულ წელს უმსხვილესი გლობალური სოციალური ქსელი ყოველმა მეათე მომხმარებელმა დატოვა. არავინ დაობს, რომ ცუკერბერგის ქსელი კვლავ პლანეტის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად რჩება, თუმცა Global Web Index–ის კვლევის თანახმად, Facebook–ისთვის გასული წელი რთული და არაერთგვაროვანი იყო. ის 2014 წელს გახდა ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელმაც აქტიური მომხმარებლები დაკარგა.
თუმცა დანაკარგი არცთუ მასშტაბური, 9% იყო. ყველაზე მეტი მომხმარებელი ქსელმა აზიაში დაკარგა, სადაც ადგილობრივი საიტები, WeChat და Qzone დომინირებენ. 2014 წელს ყველაზე მკვეთრი, 97 და 95%–იანი ზრდა Pinterest–სა და Tumblr–ს ჰქონდათ. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა Instagram–სა და LinkedIn–ში (47 და 38% შესაბამისად).
Snapchat–ი გასულ წელს ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია იყო. YouTube–ზე ინტერნეტის 16–64 წლის მომხმარებელთა 82% შევიდა, რაც Facebook–ზე უკეთესი მაჩვენებელია. ამ უკანასკნელის აქტიური მომხმარებლების წილმა 73% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები