რუბრიკები
ზუგდიდში დანაშაულის პრევენციის ფილიალი გაიხსნა (ვიდეო)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  "დანაშაულის პრევენციის ცენტრის"  ზუგდიდის ფილიალმა მუშაობა დაიწყო. ოფისი ზუგდიდის იუსტიციის სახლში განთავსდა.  ცენტრის მიზანია დანაშაულის, მათ შორის განმეორებითი დანაშაულის პრევენცია, რისკ-ფაქტორების მატარებელ  არასრულწლოვანებთან მუშაობა და სხვა. დანაშაულის პრევენციის ზუგდიდის ფილიალს დღეს ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე სტუმრობდა. მან ჟურნალისტებთან, საუბარში აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში პროგრამის ამოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფილი პატიმრების რაოდენობა მაღალია. მისივე განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, სხვა მომსახურეობებთან ერთად, ხდება ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების მოგვარება, პროფესიული გადამზადება და პროგრამის წარმატებული მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობა. "ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია  რესოციალიზაციის პროგრამა . პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. სამეგრელოში მცხოვრებ ყოფილ  პატიმრებს შეუძლიათ მიმართონ ზუგდიდის იუსტიციის სახლში გახსნილ ფილიალს და ჩერთონ პროგრამში. ", - თქვა ჯონი კვინიკაძე. ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა 2 წლის წინ ამოქმედდა.  ამ ეტაპზე, ზუგდიდის გარდა, დანაშაულის პრევენციის ფილიალები გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ოქტომბერი 2024
ძველად სამეგრელოში საქორწინო სუფრასთან დასხდომის მკაცრად რეგლამენტირებული წესი არსებობდა.ნადიმი(,,დიარა"),,დუდკოჩის" განკარგულებით იწყებოდა.
31 / ოქტომბერი 2024
სოხუმში ოპოზიციური ძალების ნაწილი „საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ რუსულ-აფხაზური შეთანხმების ხელმოწერას აკრიტიკებს.
31 / ოქტომბერი 2024
1-2 ნოემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.