ფოთში მეთევზეების აქცია გაიმართა
ფოთში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, მეთევზეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კანონის გადახედვას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ თევზის რეწვის დროს თურქ მეთევზეებთან არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.
ამ მოთხოვნებით დღეს აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან შუამდგომლობა სთხოვეს.
მეთევზეებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა და დახმარებას დაპირდა. მთავრობის გადაწყვეტილებას ფოთში 40-მდე სეინერის მეპატრონე ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები