ლევან შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა (ვიდეო)
გზების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და გამრიცხველიანების პრობლემების მოგვარება, ეს ის ძირითადი საკითხებია ,რაზეც სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა მოადგილესთან და სოფლის რწმუნებულებთან ერთად იმსჯელა.
ლევან შონიას განმარტებით, ის პრობლემები რაც დღეს დასახელდა, ეტაპობრივად მოგვარდება. ახლო მომავლაში მოხდება საბავშვო ბაღების და გზების რეაბილიტაცია. რაც შეეხება გაზიფიცირების პრობლემას, ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გმოყოფილი და 2017 წლისთვის ყველა სოფელში გაზიფიცირება დასრულდება. გუბერნატორის განმარტებით, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 130 მილიონანი ლარის პროექტი განხორციელდება ,სადაც 1000 -მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. ამჟამად ხობის და აბაშის რაიონში ახალი წყლის მილების გაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გუბერნატორის თქმით, 2015 წლისთვის სოფლების დიდ ნაწილში დაგეგმილია ახალი გზების დაგება. მისივე ცნობით, მიმდინარე წელს, კერძო ინვესტორებისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც მოქალაქეთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ლევან შონიამ "მოლის" სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზეც ისაუბრა , მისი განმარტებით მალე , რეგიონი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი აშენდება,სადაც ასევე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა სავარაუდოდ, სექტებრის ბოლოს დასრულდება. გუბერნატორმა ზუგდიდის სტადიონზეც ისაუბრა,მისი თქმით სტადიონის პროექტი ორ თვეში იქნება მზად,რის შემდეგაც მისი მშენებლობისთვის თანხა გამოიყოფა.
მასალის გამოყენების პირობები