უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი სიკვდილის პირასაა
ბობი კრისტინა ბრაუნი სიკვდილის პირასაა! ის აბაზანაში უგონო მგომარეობაში იპოვეს და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. 21 წლის გოგონა კომაშია და, როგორც ექიმი ამბობს, მის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. სამწუხაროდ, უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი გონზე არ მოსულა და ოჯახის წევრები და მეგობრები მასთან გამოსამშვიდობებლადაც კი მიდიან.
როგორც ამბობენ, ეს ცუდი სიახლე ყველაზე მტკივნეული კრისტინას მამისთვის, ბობი ბრაუნისათვის აღმოჩნდა. ნათესავები ამბობენ, რომ ბობი ამ ამბის გაგების მომენტიდან შეუჩერებლად ტირის და საშინელ მდგომარეობაშია.
მეტს ვეღარაფერს ვუშველით. მხოლოდ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს გოგონას ღმერთი გადმოხედავს და ჩვენკენ მოაბრუნებს…
- ამბობენ ბობი კრისტინა ბრაუნის ოჯახის წევრები. მეგობრები კი ამტკიცებენ, რომ უიტნის გარდაცვალებამ გოგონაზე იმდენად იმოქმედა, რომ ის ამ დრომდე არ იყო მდგომარეობიდან გამოსული. შესაძლოა, სწორედ ზედმეტი სტრესი და ნერვიულობა იყო გონების დაკარგვის მიზეზი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გოგონას ინტერნეტსივრცეში უკვე ამხნევებენ ცნობილი სახეები.
მასალის გამოყენების პირობები