ბრინჯის ბურთულები ატმის მურაბით
ინგრედიენტები:
ბრინჯი 2/3 ჭ
წყალი 1 1/3ჭ
კარაქი 1-2 ს.კ
კვერცხი 1
ატმის მურაბა 1 ჭიქა, დაჭრილი
მიხაკი გემოვნებით
დარიჩინი გემოვნებით
შაქარი გემოვნებით
მარილი
საფანელი ამოსავლებად
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
წყალი დავდგათ ცეცხლზე, ჩავყაროთ მარილი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ წინასწარ გარეცხილი ბრინჯი, 5 წუთში ცხიმიც დავუმატოთ, დავახუროთ სახურავი და 15 წუთი ვხარშოთ, შემდეგ ქვაბშივე შევაგრილოთ და ავურიოთ კვერცხი, სურვილისამებრ _ შაქარიც.
ატმის მურაბა გადავწუროთ და დავჭრათ. თუ მურაბა მიხაკ-დარიჩინის გარეშეა მოხარშული, ვაჟინი შევკაზმოთ დარიჩინით და მიხაკით.
ბრინჯისგან გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები, გულში კი მოვათავსოთ მურაბის ნაჭრები.
ბრინჯის ბურთულები ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ფრიტიურში. მივირთვათ ატმის მურაბის ვაჟინთან ერთად.
რჩევა:
ვინც არ მარხულობს შეუძლია ბრინჯის მასას 1-2 კვერცხიც დაუმატოს და მზა ბურთულები არაჟანთან ერთად მიირთვას.
მასალის გამოყენების პირობები