რუბრიკები
მარტვილის საკრებულო IDFI-ის ანგარიშს ეხმაურება
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI)  2015 წლის 12 თებერვალს გამართა ანგარიშის -,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2014“ პრეზენტაცია  და საჯარო ინფორმაციის თვალსაზრით ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. სამწუხაროა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ყველაზე არაანგარიშვალდებულ უწყებებს შორის დასახელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 მარტს მიმართა განცხადებით, საჯარო ინფორმაციის მიღების თაობაზე.  როგორც ირკვევა ორგანიზაციას   თავისი განცხადების თაობაზე  პასუხი არ მიუღია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ფუნქციონირებას შეუდგა 2014 წლის 14 ივლისს, აქედან გამომდინარე ის ვერ გაიზიარებს პასუხისმგებლობას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ 2014 წლის კვლევის შედეგებზე.

 მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო მუდმივად მზად არის გასცეს საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში და ითანამშრომლოს, როგორც IDFI-ისთან ასევე სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან.  საკრებულო კიდევ ერთხელ გამოთქვამს წუხილს,  რომ მოხვდა 2014 წელს ყველაზე არაანგარიშვალდებულ უწყებებს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.