რუბრიკები
სწორი სტრატეგია - C ჰეპატიტის ელიმინაციის გარანტი (ვიდეო)
დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში , C - ჰეპატიტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო სტრუქტურებისა და დაწესებულებების მიერ C - ჰეპატიტის პრობლემის შეფასებასა და იმ სტრატეგიის დასახვას, რომელიც მუნიციპალიტეტში C - ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს. საკოორდინაციო შეხვედრა  მერიის ჯანდაცვის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. "C-  ჰეპატიტის პრობლემა წლებია ჩვენს რეგიონს მძიმე ტვირთად აწევს და ამაზე მეტყველებენ თუნდაც მოქალაქეების ის განცხადებები, რომელიც ჯანდაცვის განყოფილებაში მრავლად შემოდის.  იმ შემთხვევაში თუ სახლემწიფო პროგრამაში უფასო დიაგნოსტიკა არ  შევა, ამ პრობლემის მოგვარებაზე თვითმმართველობა იზრუნებს და მოქალაქეებს საშუალება ექნება მკურნალობასთან ერთად უფასო დიაგნოსტიკის პროგრამითაც ისარგებლონ", - თქვა მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ. საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. ახალი უპრეცედენტო პროექტი, რომლის განხორციელებაც თებერვლიდან უნდა დაიწყოს, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს. მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე ჩაერთვება, სამ წელიწადში კი საქართველო C ჰეპატიტს დაამარცხებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.