რუბრიკები
მრგვალი მაგიდა- დევნილთა საცხოვრებლის უფლებასა და პრობლემებზე (ვიდეო)
"დევნილთა საცხოვრებლის უფლება და არსებული პრობლემები”, ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებმა დევნილებმა ერთობლივად, საიას ზუგდიდის ოფისში იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა საცხოვრებლის უფლებაზე, ეროვნული კანონმდებლობით დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და საცხოვრებლის უფლება საერთაშორისო აქტებისა და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით განიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, საიას ზუგდიდის ოფისის მიერ გადაღებული ვიდეორგოლის „დევნილთა ისტორიების“ ჩვენება მოეწყო.

შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახური, დევნილთა სამმართველოს, აფხაზეთის მთავრობის, ევროკავშირის, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
"დღევანდელი მდგომარეობით, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, რომელიც გათვლილია 320 ოჯახზე, ბინებზე განაცხადი ოთხიათას ოთხმოცდაათმა ოჯახმა შეავსო.  ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოკვლევები, რომელიც სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დასრუდება. რაც შეეხება დევნილთა შესახლების პროცესს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ეს ინფორმაცია საჯარო იქნება და გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.”-აცხადებს აჭარისა და სამეგრელო ზემო სავანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი დავით ნარსია. მისი თქმით,  ბარამიას ქუჩაზე იგეგმება დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.  აღნიშნულ პროექტზე ტენდერია გამოცხადებული, როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.