რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორი უფროსკლასელებს შეხვდა (ვიდეო)
120-ზე მეტ უფროსკლასელს დღეს, 20 თებერვალს სამეგრელო-ზემო სავენთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია შეხვდა. გუბერნატორმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მოსწავლეებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს, რომელიც მათ მომავალზე აისახება. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ლევან შონიამ ახალგაზრდებას სხვადასხვა საკითხების ინიცირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათი ჩართულობა აუცილებელია. ამავდროელად რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეული ლიდერი მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ადმინისტრაცია. გუბერნატორმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მცირე გამოკითხვაც ჩაატარა, თუ რამდენი ახალგაზრდა იყო ნამყოფი რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებში, აღმოჩნდა რომ მოსწავლეების უმეტესობა მესტიაში, ტობავარჩხილსა და მარტვილის კანიონში ნამყოფი არ არის. სახელმწიფო რწმუნებული უფროსკლასელებს ზაფხულში ლაშქრობების მოწყობას დაპირდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მომავალმა თაობამ დეტალურად იცოდეს იმ ობიექტების შესახებ, რაც ასე აკვირვებს უცხოელ ტურისტებს. პარალელურად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ყალიბდება ლიდერთა კლუბი, სადაც რეგიონის მასშტაბით ლიდერი ახალგაზრდები შეირჩევიან, რომლებსაც გაცვლითი ტრეინინგ-სემინარები ჩაუტარდებათ. ლიდერები აქტიურად ითანამშრომლებენ გუბერნიასთან და მიაწვდიან იმ ინიციატივებს რაც შემდეგ დამუშავდება და მათ მუნიციპალიტეტბში განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალურ ერთეულში როგორც მოსწავლეებთან ასევე სხვა ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გაიმართება, რათა პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია პირველწყაროსგან იყოს მოწოდებული. შეხვედრები უკვე დაგმილია სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებთან, სამედიცინო პერსონალთან. უფროსკლასელებთან შეხვედრის ბოლოს სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომზადებული ფილმები აჩვენეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.