რუბრიკები
სოხუმში აეროპორტის გახსნის საკითხი ისევ აქტუალურია

სოხუმის აეროპორტის გახსნის საკითხზე საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ გრძელდება.

აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ მოლაპარაკებებს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება რუსულ მხარესთან გასული წლის ნოემბრიდან აწარმოებს. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შეთანხმება რუსულ ბიზნეს-ჯგუფ ,,ბაზოვი ელემენტის" შვილობილ კომპანია ,,აეროპორტ დეველოპმენტთან" შედგა.

მოლაპარაკებების შედეგად აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის, რადიონავიგაციის, კავშირგაბმულობის საშუალებების, ხელოვნური საფარის, ფრენების უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სპეციალისტების მომზადების საკითხის მოგვარება აფხაზურმა მხარემ ითავა, დანარჩენი კომპლექის მშენებლობას კი, როგორიცაა ვაგზალი, სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები და სხვა - კომპანია ,,აეროპორტ დეველოპმენტი" კისრულობს.

ამ შეთანხმების შედეგად, ე. წ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი ექსპლუატაციაში 2 წელიწადში უნდა შევიდეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, თავად ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა აცხადებდა, რომ მიუხედავად აფხაზების სურვილისა, მოსკოვი აეროპორტის რეკონსტრუქციას არ აჩქარობს, ,,ვინაიდან რუსეთში არ ესმით, რისთვის სჭირდებათ აფხაზებს აეროპორტი.“

19 თებერვალს კი, აფხაზური ტელევიზიის ეთერში ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მრჩეველმა, ამირან ლაგვილავამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტში აღდგენითი სამუშაოები ერთობლივი ძალებით უკვე დაიწყო და მისი აღდგენისა და მოდერნიზების გეგმა ,,პრეზიდენტს ერთ თვეში წარედგინება.“ ,,ვინაიდან მთლიან რეკონსტრუქციას წელიწადნახევარ სჭირდება, სქემის მიხედვით აეროპორტის გახსნა მიმდინარე წლის ბოლოსთვისაც შეიძლება. ჩვენ მოლაპარაკებებს სხვადსხვა ავიაკომპანიასთან უკვე ვაწარმოებთ და სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების შესრულებაში პრობლემებს არ ველით.“ - განმარტა ლაგვილავამ.  მისი თქმით, ყველაზე მთავარია გადაწყდეს ძირითადი საკითხი, რომელიც აერონავიგაციის აღჭურვილობას და შუქის მიწოდებას უკავშირდება.

ხაჯიმბას მრჩევლის სატელევიზო გამოსვლის შემდეგ აფხაზი ჟურნალისტები აფხაზ მფრინავს, კომპანია ,,აფხაზური ავიახაზების“ გენერალურ დირექტორს ვიაჩესლავ ეშბას დაუკავშირდნენ და აეროპორტის შესაძლო აღდგენის შესახებ კომენტარი სთხოვეს. ,,რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში შედის, რომ სოხუმის აეროპორტმა იმუშაოს და ჩვენთან ტურისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფები ჩამოვიდეს. თუმცა, ეს საკმაოდ რთული საკითხია, რომლის მოგვარებაც კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.რაც შეეხება 2015 წლისთვის აფხაზეთის საჰაერო სივრცის გახსნას, ამის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი.“ - განაცხადა ეშბამ.

სოხუმის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა 1993 წლის სექტემბერს შეწყვიტა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.