რუბრიკები
ზუგდიდის საავადმყოფოსთან ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს ბინებს გადასცემენ
ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ე.წ. „გარაჟების“ დასახლებაში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახლადაშენებულ ბინებს ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე გადასცემენ.  დასახლებაში მცხოვრებ ხუთივე ოჯახს ინფორმაცია დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გააცნეს. დევნილი ოჯახები აქამდე გაუსაძლის პირობებში ავარიულ შენობებში ცხოვრობდნენ. დევნილებმა მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემის გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადეს. „ე.წ“ გარაჟების ჩასახლებაში მცხოვერებ დევნილებთან მინისტრი სოზარ სუბარი გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად 13 თებერვალსაც  იმყოფებოდა და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. სოზარ სუბარის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დევნილი ოჯახების ცხოვრება ამ კონკრეტულ ობიექტზე სიცოცხლისთვის საშიშია.11054756_943035889041470_595979898_o თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, სულ 320 დევნილი ოჯახი  ბინებს მიიღებს. ბინების გადაცემა დევნილი ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით სპეციალური კომისიის მიერ მოხდება. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ისინი, სამინისტროს გადაწყვეტილებით კენჭისყრის გარეშე პირველ სართულზე მიიღებენ ბინებს. მინისტრის განმარტებით, ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სამინიტროს ბალანსზე გადმოსულია და მიმდინარე თვის ბოლომდე დევნილებისთვის ბინების გადაცემა მოხდება. უახლოეს დღეებში კი დევნილთა სამინისტრო იმ ოჯახების სიას გამოაქვეყნებს, ვინც ბინას ახლადაშენებულ კორპუსებში მიიღებს. ვიცე გუბერნატორმა დევნილებს ახალი ბინების გადაცემა მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ 22 წლიან ტანჯვას წერტილი დაესმევა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები შექმნებათ. წელს 2 460 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში  ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება დაიწყება. დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირშიც იგეგმება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.