რუბრიკები
ხობის საკონკურსო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა ქართლოს ჯობავამ ბრიფინგი გამართა. ყოფილი კონკურსანტი ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებს.  ის კომისიის მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდობლობას  უცხადებს. კერძოდ, ქართლოს ჯობავას პრეტენზიები  გასაუბრების ეტაპთან დაკავშირებით აქვს და მისი თქმით, ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.  მას აპლიკაცია ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე ჰქონდა შეტანილი. გარდა ამისა, ჯობავამ ბრიფინგზე კომისიის ერთ-ერთ წევრზე - ტრანსპორტისა და მგზავრების პროფკავშირის პრეზიდენტ ლავრენტი ალანიაზე ისაუბრა. ყოფილი კონკურსანტი ამტკიცებს, რომ კანონის თანახმად, ალანიას არ ჰქონდა კომისიის წევრობის უფლება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია აპლიკანტის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ხობში კონკურსი ობიექტურად ჩატარდა. ხობის გამგებლის განმარტებით, , ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე აპლიკაცია ასევე შეტანილი ჰქონდა, კონკურსში გამარჯვებულ, ბუთხუზ ხორავას, რომელმაც  გასაუბრების ეტაპზე უკეთესი შედეგი აჩვენა და კომისიამ, შესაბამისად, უპირატესობა მას მიანიჭა . ტრანსპორტისა და მგზავრების პროფკავშირის პრეზიდენტ ლავრენტი ალანიასთან დაკავშირება რადიო"ათინათმა" ვერ შეძლო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.