ათი ყველაზე რომანტიული ადგილი ხელის სათხოვნელად
CNN-მა ყველაზე რომანტიკული ადგილების სია გამოაქვეყნა, სადაც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ფიქსირდება ხელის თხოვნის ფაქტები.
ვებგვერდ FloridaTix.com-ის განცხადებით. სიციალურ ქსელებში დაფიქსირებული ხელის თხოვნის ვიდეოებისა და სტატუსების თანახმად, წყვილები სწორედ ამ შენობას ირჩევენ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის.
ლონდონის უზარმაზარი ატრაქციონი, რომელიც ბრიტანეტთში ყველაზე პოპულარული ადგილია. სანამ ცხოვრების მომოვალ მეგზურს კითხვას დაუსვამთ, ჯობია დარწმუნებული იყოთ, რომ დადებით პასუხს მიიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთიანი უხერხული ტყვეობა გელით.
YouTube-ზე 4,470 ვიდეო დევს, სადაც სწორად დიდი კანიონის ფონზე ისმის სიტყვები "თანახმა ვარ". თუ ქორწინება წარუმატებლად დასრულდა, სამახსოვროდ არაჩვეულებრივი ხედი დაგრჩებათ.
ქორწინების შეთავაზებების სიაში პარიზის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა მეშვიდე ადგილზე დგას.
ეს ადგილი ერთგვარ მეტაფორად ითვლება ხიფათიანი და თავგადასავლებით აღსავსე ქორწინებისთვის. 5,650-მა წყვილმა სწორედ აქ გადაწყვიტა ცხოვრება ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ.
არავინ იცის რატომ არჩია 8,480-მა წყვილმა პარიზის ორიგინალ არქიტექტურას ყალბი არქიტექტურა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადგილი სიაში მეხუთე ადგილზეა.
როკფელერის ცენტრის სახურავი, როგორც აღმოჩნდა, წყვილებში უფრო პოპულარულია, ვიდრე Empire State Building. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - შენობის სახურავზე მოსახვედრად ამ შემთხვევაში სულ ცოტათი ნაკლები ფულის გადახდა მოგიწევთ.
აი აქ კი ფულის გადახდა ნამდვილად არაფერში მოგიწევთ. აქ არც მიკი მაუსივით ჩაცმული დადის ვინმე და ხედიც არაჩვეულებრივია. ამ ადგილას 33,600 დაქორწინების მსურველი წყვილი დაფიქსირდა.
ფლეშმობები, ბილბორდები და დაახლოებით 33 ათასი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ამ მოედანზე მოძრაობს. ალბათ ესაა მიზეზი, რამაც 45 ათასი ქალს "თანახმა ვარ" ფრაზა ათქმევინა.
სწორედ აქ დაფიქსირდა სტატისტიკურად ყველაზე მეტი, 60 ათასი წყვილის ნიშნობა!
10. Empire State Building

9. The London Eye

8. გრანდ-კანიონი

7. ეიფელის კოშკი

6. უნივერსალ-სტუდიო ფლორიდაში

5. პარიზის დისნეილენდი

4. ნიუ-იორკის Top of the Rock

3. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი

2. Times Square (ისევ ნიუ-იორკი)

1. ფლორიდის დისნეილენდი

მასალის გამოყენების პირობები