რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დეპუტატთა ეთიკის კოდექსზე მუშაობა დაიწყო (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ეთიკის პროექტზე ფრაქციამ "ზუგდიდის მომავლისთვის" იმუშავა. ფრაქციის წარმომადგენლების თქმით, კოდექსის პროექტი ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მიერ შემუშავებული მასალების მიხედვით მომზადდა. დეპუტატებს კოდექსის პროექტი იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ გააცნო. ეთიკის ქოდექსის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, კოდექსის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, რომლის საკრებულოსაც ეთიკის საკუთარი კოდექსი ექნება. ეთიკის პროექტის მესამე თავის მიხედვით, საკრებულოს წევრები ვალდებულები არიან დაიცვან საკრებულოს ავტორიტეტი და საზოგადოებრივი ინტერესები, არ დაუშვან კოლეგების, საკრებულოში მომუშავეთა და სხვა პირთა შეურაცხყოფა და უპატივცემლობა მათი განსხვავებული პოზიციის ან მცდარი შეხედულობის გამო.  ასევე, საკრებულოს წევრები არ უნდა იყენებდნენ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გამოთქმებსა და უხამს სიტყვებს. გთავაზობთ რამდენიმე მუხლს ამავე კოდექსის პროექტიდან: 1. საკრებულოს წევრებმა თავის საქმიანობაში არ უნდა დაუშვან ნეპოტიზმი და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღკვეთონ  ეს უარყოფითი მოვლენა. 2. საკრებულოს წევრებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 3. საკრებულოს წევრებმა კრიტიკის მიმართ ტოლერანტული და კორექტული დამოკიდებულება უნდა გამოავლინონ. კოდექსის პროექტის თანახმად, ეთიკის კოდექსის  დარღვევის გამო საკრებულოს წევრს წესრიგისკენ მხოლოდ  საკრებულოს თავმჯდომარემ შეიძლება მოუწოდოს. კოდექსის დამრღვევს შემდეგი პასუხისმგებლობა ეკისრება: წესრიგისკენ მოწოდება. გაფრთხილება. გაფრთხილება ოქმში შეტანით. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას და სხვა. სხდომაზე მომხდარ ინციდენტს შესაბამისი კომისია განიხილავს.  საბოლოოდ, კოდექსის დამრღვევის ვინაობა გასაჯაროვდება. "მოხდება საკრებულოს ყველა იმ წევრის ვინაობის გასაჯაროება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ექნება მათი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული საქციელის ჩადენას", - წერია კოდექსის პროექტში. ნუგზარ სარიას განცხადებით, კოდექსის პროექტის დეტალური განხილვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა მომდევნო სხდომებზე გახდება შესაძლებელი.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.