რუბრიკები
ჯარედ ლეტოს ჯოკერის პირველი ოფიციალური ფოტო

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდება ჯარედ ლეტოს ჯოკერის გარეგნობის ამსახველი სხვადასხვა სავარაუდო ფოტო. მაყურებელი მოუთმენლად ელოდა კომიქსების გმირის ახალი გარეგნობის ხილვას და აი, ტელეეკრანებზე გმირის პირველად გამოჩენიდან 75წლის თავზე, “Suicide Squad”-ის რეჟისორმა, დევიდ აიერმა, საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ჯოკერის პირველი ოფიციალური ფოტოც გამოაქვეყნა!

maxresdefault (1)ბოდი არტის მრავალრიცხოვანი ნიმუშებით სხეულზე, 90-იანი წლების როკ და პანკ ვარსკვლავების იმიჯის მქონე ჯოკერმა, ნამდვილად დაამსხვრია მაყურებელში დღემდე კარგად გამჯდარი კომიქსების გმირის სახე. არ ვიცით რამდენად საჭიროა მრავალი ტატუდან ერთ- ერთი იყოს წარწერა შუბლზე – „Damaged”, მაგრამ… ეს ჯოკერია და მას თამაშის საკუთარი წესები აქვს! ბუნებრივია, ახალ გმირს კრიტიკის ქარცეცხლში გავლა მოუწევს იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც ჯოკერის პირვანდელ, უფრო მხიარულ სახეს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ვნახოთ რას გვიჩვენებს მომავალი გადაღებები.

Jokerფილმი მოგვითხრობს ბოროტმოქმედთა გუნდზე, რომლებიც დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, შეწყალების სანაცვლოდ, საიდუმლო სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაკისრებულ საშიშ და სარისკო მისიებს ასრულებენ. ლეტო “Suicide Squad”-ის მთავარი გმირია, თუმცა ფილმში წამყვან როლებში ასევე ვიხილავთ უილს სმიტს დედშოთის, ჯოელ კინემანს რიკ ფლეგის, მარგო რობის ჰარლეი ქვინის, ჯეი კორტნის კაპიტანი ბუმერანგის, კარა დელევინს ენთანტრესის, ვიოლა დევისს ამანდა ვოლერის, ჯეი ჰერნანდესს ელ დიაბლოს, ადევალე აკინუოიე-აგბაკეს მკვლელი კროკის, კარენ ფუკუარას პლასტიკის, სკოტ ედვარდს სტივ ტრევორის და ჯიმ პარაკს ჯონი ფროსტის როლებში. ფილმში ასევე ითამაშებენ იკე ბარინჰოლდსი და ცნობილი ამერიკელი რეპერი ქომონი, თუმცა მათი გმირებისვინაობა ჯერჯერობით არაა ცნობილი. ამჟამად აიერი ფილმის წარმოების პროცესშია. გადაღებები დაიწყება 2015წლის აპრილში ხოლო “Suicide Squad”-ის მსოფლიო პრემიერა 2016წლის 5აგვისტოს იგეგმება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.