რუბრიკები
ზუგდიდში NDI-ს ორგანიზებით, ,,საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი“ განიხილეს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ,,საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი“ განიხილეს. კოდექსის საჯარო განხილვა საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ს ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ცენტრის ოფისში გაიმართა. ეთიკის კოდექსის პროექტზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ „ ზუგდიდის მომავლისთვის“ იმუშავა. კოდექსის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, რომლის საკრებულოსაც ეთიკის საკუთარი კოდექსი ექნება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელებს ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები აქვთ. "სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის" იურისტის რუსუდან პაჭკორიას თქმით, კოდექსის პრეამბულაში კოდექსისი მიზანი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რასაც კოდექსის პროექტის ავტორებიც დაეთახმნენ. ასევე, "სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის" იურისტის აზრით, კოდექსის პროექტის პირველი თავიდან, რომელიც საკრებულოს წევრთა საქმიანობის პრინციპებს განსაზღვრავს, საკამათოა ერთ-ერთი პუნქტი - გულწრფელობა. აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით, ასევე შენიშვნები გამოთქვა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ. მისი თქმით, გულწრფელობას ერთმნიშვნელოვნად ვერ შეაფასებ. კოდექსის ამავე თავთან დაკავშირებით, რეკომენდაციები გასცა საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ს წარმომადგენელმა ლაშა გოგიძემ. მისი თქმით, სიტყვების - საქვეყნოობა და პატიოსნება - ნაცვლად უმჯობესია ეწეროს შემდეგი სიტყვები: გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება. საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისის თასვმჯდომარის ნუგზარ სარიას თქმით, ისინი გაითვალისწინებენ ყველა შენიშვნას თუ მოსაზრებას. ეთიკის კოდექსის პროექტის თანახმად, საკრებულოს წევრები ვალდებულები არიან დაიცვან საკრებულოს ავტორიტეტი და საზოგადოებრივი ინტერესები, არ დაუშვან კოლეგების, საკრებულოში მომუშავეთა და სხვა პირთა შეურაცხყოფა და უპატივცემლობა მათი განსხვავებული პოზიციის ან მცდარი შეხედულობის გამო. ასევე, საკრებულოს წევრები არ უნდა იყენებდნენ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გამოთქმებსა და უხამს სიტყვებს. გთავაზობთ რამდენიმე მუხლს ამავე კოდექსის პროექტიდან: 1. საკრებულოს წევრებმა თავის საქმიანობაში არ უნდა დაუშვან ნეპოტიზმი და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღკვეთონ ეს უარყოფითი მოვლენა. 2. საკრებულოს წევრებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 3. საკრებულოს წევრებმა კრიტიკის მიმართ ტოლერანტული და კორექტული დამოკიდებულება უნდა გამოავლინონ. კოდექსის პროექტის თანახმად, ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო საკრებულოს წევრს წესრიგისკენ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ შეიძლება მოუწოდოს. კოდექსის დამრღვევს შემდეგი პასუხისმგებლობა ეკისრება: წესრიგისკენ მოწოდება. გაფრთხილება. გაფრთხილება ოქმში შეტანით. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ემოციურად გამოხატავს თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას და სხვა. სხდომაზე მომხდარ ინციდენტს შესაბამისი კომისია განიხილავს. საბოლოოდ, კოდექსის დამრღვევის ვინაობა გასაჯაროვდება. “მოხდება საკრებულოს ყველა იმ წევრის ვინაობის გასაჯაროება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ექნება მათი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული საქციელის ჩადენას”, – წერია კოდექსის პროექტში.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.