რუბრიკები
„სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებამ საკრებულოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების თქმით, მთელ ქალაქში „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ ვერ განათავსებენ, რადგან ის ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს. ამასთან, დეპუტატების აზრით, რამდენიმე ადგილას აღნიშნული ბარიერების განთავსების საჭიროება არ არსებობს. ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის დავით ესებუას თქმით, წარმოდგენილ ათივე ქუჩაზე აღნიშნული ბარიერების განთავსებას მოსახლეობა ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ითხოვს. ბოლოს, საკრებულომ „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებას  შემდეგ ქუჩებზე დაუჭირა მხარი: თავისუფლების ქუჩა (#15 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია), პუშკინის ქუჩა (#8 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია ), ლომოურის ქუჩა (ფრანგული სკოლის მიმდებარე ტერიტორია), ესებუას ქუჩა (#10 საჯარო სკოლა), შარტავას ქუჩა (#9 საჯარო სკოლა), ეგრისის ქუჩა და ქუჯის ქუჩა (#14 აფხაზეთის საჯარო სკოლა). საკრებულომ „სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების“ განთავსებას“ მხარი არ დაუჭირა: ღურწკაიას ქუჩაზე, ბერიას ქუჩაზე (#4 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია), გორის ქუჩა (კერძო საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია) და ცოტნე დადიანის ქუჩა (მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორია).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.