რუბრიკები
C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამას სამეგრელოც უერთდება (ვიდეო)
ასოციაცია “ქსენონმა” პროექტის – “პაციენტის სკოლა” ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა. მსგავსი შეხვედრები “ქსენონის” ოფისში თვეში ერთხელ ტარდება და მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ С ჰეპატიტის შესახებ დაწვრილებით მიიღონ ინფორმაცია. ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის საბრძოლველად მედიკამენტს უფასოდ გასცემენ.ელიმინაციის პროგრამა რომლის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2015 წლის დასაწყისიდან დაიწყო,დაავადების აღმოფხვრას გულისხმობს.აღნიშნულ პროგრამას სამეგრელოც უერთდება. ქალაქ ზუგდდის მუნიციპალიტეტის მერია C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსების პროგრამაში 2015 წლის მაისის თვიდან ჩაერთო.ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანადცვის განყოფილების უფროსის ნინო სხულუხიას თქმით, დღეისთვის 5 პაციენტს დიაგნოსტიკის პაკეტი გადაეცა.ამ მიმართულებით ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტში 40 ათასი ლარი გამოიყო,მაგრამ ვინაიდან მოქალაქეების ინტერესი და საჭიროება ბევრად აღემატება არსებულ რესურსს, ჩვენ გვაქვს თვითმმართველობის მხარდაჭერის იმედი, რომ მალე მოხდება თანხების მობილიზაცია და პაციენტთათვის სწორად გადანაწილება.ნინო სხულუხიას განმარტებით, თუ მოქალაქე უმწეო კატეგორიას არ მიეკუთვნება მას 340 ლარის ღირებულების დიაგნოსტიკის პაკეტი გადაეცემა. C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაც არის ჩართული ამ ეტაპზე,პროგრამისთვის 30 ათასი ლარია განსაზღვრული. საქართველოში C  ჰეპატიტით დაახლოებით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული, რაც მოსახლეობის 6,7%-ია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.