რუბრიკები
დეპუტატი დევნილების საცხოვრებელის გაზიფიცირებას ითხოვს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას ინფორმაციით, „უსინათლოთა კავშირის“ ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილებს არ მიეწოდებათ გაზი. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მან საკრებულოს თავმჯდომარეს და საოციალური კომისიის სამსახურს საკითხით დაინტერესება სთხოვა. „მათ ზამთარში უწევთ შეშის მომარაგება, როდესაც გაზის მთავარი მაგისტრალი იქვე გადის და წლებია, იქ ჩასახლებულ 14 ოჯახს  გაზი არ მიეწოდება. ირგვლივ ყველას გაზი აქვს, მათ  კი არა... მათ მე ადგილზე ვესაუბრე და უყურადღებობის განცდა აქვთ“, - თქვა ბათლომე შელიამ. მან, ასევე თხოვნით მიმართა სოციალური საკითხების კომისიის  თავმჯდომარეს ნატალია შეროზიას, შეესწავლა იმავე დასახლებაში მცხოვრები გოგოხიების ოჯახის პრობლემები. „ამ დასხლებაში ცხოვრობს გოგოხიების ორი ოჯახი, ორივეს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. მათ ბავშვები საავადმყოფოში ჰყავდათ და რატომღაც ისე აღმოჩნდა,რომ   საავადმყოფოში რაღაც დავალიანებები აქვთ მაშინ, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებზე მკურნალობის ხარჯები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - აღნიშნა მან. საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარეს საკითხის შესწავლა დაავალა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.