რუბრიკები
სოფელ ახალკახათის მოსახლეობა თხილის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან თხილის ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, მათ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაჰპირდა, თუმცა პირობა დღემდე შეუსრულებელი დარჩა. „როდესაც ძლიერი ქარი იყო, რამდენიმე დღეში მოვიდნენ  და აღწერეს ზარალი, გვითხრეს აგინაზღაურდებათო. თხილი ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ეს არის ჩვენი საჭმელი, სასმელი და ყველაფერი“, - თქვა ახალკახათის მკვიდრმა ელენე აბსანძემ. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ის ფერმერები, რომლებსაც თხილის მოსავალი სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებში ჰქონდათ დაზღვეული. მათი თქმით, კომპანიებს ზარალი ჯერ არ აუნაზღაურებიათ, თუმცა ისინი თანხის მიღებას მიმდინარე თვის ბოლოს ელოდებიან. „ტყუილს ვერ ვიტყვი, კმაყოფილები ვართ სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით, მაგრამ ახლა თანხის მიღება გაჭიანურდა. ახლა დაგვპირდნენ თანხას თვის ბოლოს ჩაგირიცხავთო“, - ამბობს ვეგნერი აბსანძე. აქციის მონაწილეებთან მივიდა „გაერთიანებული დემოკრატების- ერთიანი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგიტა ბიგვავა. ის ადგილობრივებთან ერთად ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ის არ გაჩერდება,  სანამ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს. „ხელისუფლება ამ ხალხს ზარალის ანაზღურებას დაპირდა , მაგრამ ეს მათი ტყული დაპირებების კასკადის გაგრძელება აღმოჩნდა“, - თქვა გოგიტა ბიგვავამ. თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გამგეობის წარმომადგენლებმა თხილის მოსავლის ზარალი ნამდვილად აღწერეს, თუმცა მისი ანაზღაურების პირობა მოსახლეობისთვის არ მიუციათ. „ამ ყველაფერს დაერთო 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედია. ამის შემდეგ ჩვენგან მორალურად არ იყო გამართლებული ზიანის ანაზღაურება მოგვეთხოვა და მონაცემები თბილისში გადაგვეგზავნა. ამ ტრაგედიის შემდეგ ჩვენთან მოსახლეობა მოდიოდა და გვეუბნეობოდა, ჩვენ არ გვინდა ზიანის ანაზღაურება, თბილისს დაეხმარეთო“, - თქვა გურგენ სართანიამ. მიმდინარე წლის 8 ივნისს ზუგდიდსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა თხილის მოსავლის 35-70% გაანადგურა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.