რუბრიკები
"დაიცავი საქართველოს" წევრი საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის ძმას მუქარაში ადანაშაულებს (ვიდეო)
მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ წევრი ალექსანდრე (საშა) მოლაშხია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას ძმას, თემურ თოდუას მუქარასა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მოლაშხიამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ალექსანდრე მოლაშხია ამბობს, რომ თემურ თოდუა მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. ის ამ ფაქტს რამდენიმე თვის წინ მათ შორის მომხდარ უთანხმოებას უკავშირებს. მისივე თქმით, მომხდარის გამო ის თემურ თოდუას სასამართლოში უჩივლებს. „როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ თავს დამესხა საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის ძმა თემურ თოდუა. მაშინ ის ჩემგან ითხოვდა პასუხს, თუ რატომ გავიზიარე ფეისბუკზე ვიდეო, რომელიც მის დაკავების შესახებ მოიცავდა ინფორმაციას. ის დღეს გამგეობის შენობის წინ დღის 3 საათზე შემხვდა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხმამაღლა მიყვიროდა და მემუქრებოდა, რომ ფეხებს მომამტვრევდა“, - თქვა ალექსანდრე მოლაშხიამ. ამასთან, ალექსანდრე მოლაშხია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობისა და გუბერნიის თანამშრომლები ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმდნენ. თემურ თოდუა მასა და ალექსანდრე მოლაშხიას შორის მომხადრ ინციდენტს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის პირადი უთანხმოებაა და მოლაშხია ამას პოლიტიკურ ელფერს აძლევს.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.