რუბრიკები
საპროტესტო აქცია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში (ვიდეო)
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ დაწესებულებაში შესვლას და მენეჯმენტის შეცვლას კვლავ აპროტესტებს. საავადმყოფოს დირექტორ მადონა სართანიას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ „ბლოკ ჯორჯიას“ საავადმყოფო 2007 წელს საკუთრებაში გადასცა, თუმცა მისივე თქმით, ამის შემდეგ კომპანიას დაწესებულების განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, სართანია საავადმყოფოში  „ბკლოკ ჯორჯიას“ შესვლას და მენეჯმენტში ჩარევას  უსამართლოდ მიიჩნევს. „კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ არაფერი გაუკეთებია საავადმყოფოს არსებობისთვის. ახლა, როდესაც დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებისთვის მზადებაა დაწესებულებაში და ოთახების რემონტი, მოვიდნენ "ბლოკ ჯორჯიას" წარმომადგენლები და ხელს გვიშლიან“ , - თქვა მადონა სართანიამ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებთან ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა მივიდა და დაწესებულების დირექტორის მადონა სართანიას პრეტენზიები პირადად მოისმინა. საავადმყოფოს მედპერსონალის თქმით, ისინი დაწესებულებაში „ბკლოკ ჯორჯიას“ მენეჯმენტის გატარებას არ დაუშვებენ და სასამართლოში აპირბენ ბრძოლას. ამასთან, მათი თქმით, ისინი ყველა სახელმწიფო უწყებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. კომპანია „ბლოკ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ  ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს 100 %-იანი  წილის კანონიერი მფლობელი „ბლოკ ჯორჯიაა“.  საავადმყოფოს მედპერსონალის ბრალდებები და პრენტენზიები  კი მათთვის გაუგებარია. კომპანიის წარმომადგენლის ლია ჯანაშვილის თქმით, საავადმყოფოს თანამშრომლებს და პაციენტებს კომპანიის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და ისინი დაწესებულების დირექტორმა შეიყვანა შეცდომაში. „კომპანია საავადმყოფოსთვის პროფილის შეცვლას ან დაწესებულების გაყიდვვას არ აპირებს. პირიქით, კომპანიამ გადწყვიტა რომ, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი და მიწოდებული სამედიცინო სერვისების ხარისხი. ხარჯების კონტროლის მიზნით კომერციული დირექტორის თანამდებობაზე  ზაზა ფიფია დაინიშნა, ხოლო მადონა სართანიასთვის შეთავაზებული იქნა სამედიცინო მენეჯერის თანამდებობა, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“, - თქვა ლია ჯანაშვილმა. მისივე ინფორმაციით, იგეგმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში ჩართვა, რისთვისაც კლინიკამ სოლიდური რეინვესტიცია განახორციელა. მისივე თქმით, სამეგრელოს მოსახლეობას სულ მალე კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა ექნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.