რუბრიკები
არქეოლოგიური გათხრები სოფელ ცვანეში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე დააასრულა საველე – არქეოლოგიური კვლევა – ძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში (თიკორის მხარეს, ზღვიდან 2 კმ.-ს დაშორებით, ადგილ ,,ნატყარუ“-ში (ნატყევარი)) მდებარე გვიანბრინჯაო – ადრე რკინის ხანის ,,ერგეტის მეორე სამაროვანზე“. ჩატარებული საველე – არქეოლოგიური კვლევა-ძიების დროს ძირითადად გამოვლინდა რკინის საბრძოლო და შრომის იარაღები, სხვადასხვა ძვირფასი მეტალისგან დამზადებული მძივსამკაულები (მათშორის ოქროსი), სარიტუალო და საკულტო დანიშნულების არტეფაქტები (ქანდაკებები, ზარაკები, და სხვ.). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტეპური რუსეთის ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ორი ბიმეტალური ცულწერაქვას (კლევეცი) აღმოჩენა. ამიერკავკასიის სამარხეულ კომპლექსებში ამგვარი იარაღის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა დაფიქსირებული და ამავე დროს აქვე აღმოჩენილ აკინაკებთან ერთად პირდაპირი მანიშნებელია ნომადურ – სკვითურ – კიმერიულ სამყაროსთან ურთიერთობის. აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი სამეცნიერო წრეებისათვის 1980 წლიდანა ცნობილი, მაგრამ უსახსრობის გამო მისი საბოლოოდ გადარჩენითი სამუშაოების შესრულება ვერ ხერხდებოდა. 2013 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ძეგლის სამეცნიერო მნიშვნელობის გაზრდა და ახალი მასალების მოპოვება. სულ მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის მეათე – მეექვსე საუკუნეების პერიოდის 13 კოლექტიური სამარხი აკლდამა და 1 საკულტო მოედანი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.