ინტერვიუ
ინტერვიუ "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან კახა გოგოლაშვილთან
რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებლი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, ვინ უწევს მონიტორინგს ამ პროცესს, როგორია მთავრობის, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური სპექტრის პოზიციები, რა მოლოდინები არსებობს ამ ეტაპზე და როგორია ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ან პირიქით, ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას.

ამ თემებზე საუბრობს რადიო „ათინათის“ ეთერში კახა გოგოლაშვილი - "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ რეკომენდაციების შესრულება?

დიახ, მნიშვნელოვანია თავისთავად იმიტომ, რომ სწორედ ეს 12 რეკომენდაციაა განსაზღვრული, როგორც ის პირობა, რომლითაც ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, როგორც გვპირდებიან. ამიტომ, ახლა ევროკავშირის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო გზავნილი, როდესაც ჩვენ მოგვანიჭეს ევროპული პერსპექტივა, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გვაჩვენოთ პროგრესი ამ 12 პუნქტის მიმართულებით: ეს არის დეპოლარიზაცია, კონკრეტულად, საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმა, დამოუკიდებელი სასამართლო, ეს არის ანტიკორუფციული ზომები, ეს არის დეოლიგარქიზაცია და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისუფალი მედია - გარემო, ეს არის მოწყვლადი ჯგუფების საკითხი, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ევროკავშირის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოში და დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

პირობების რა ნაწილია სრულად ან ნაწილობრივ შესრულებული და რა დარჩა გასაკეთებელი?

ამ საკითხებიდან მაგალითად, ერთი მაინც სრულად შესრულებული არის, საკანონმდებლო ცვლილება შესაბამისად განხორციელდა და ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება გახდა სავალდებულო საქართველოს შიდა კანონმდებლობით. და, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის შესრულებული. ორი რეკომენდაცია არის თითქმის შესრულებული, შეიძლება ითქვას, ეს არის გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, რომელიც მეტწილად შესრულდა, ერთი არის დაახლოებით კვალიფიცირებული იმ კვლევაში, რომელიც ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა და რომელიც უწევს პერმანენტულად მონიტორინგს ამ საკითხს. ... და ორგანიზებული დანაშაული წინააღმდეგ ბრძოლა, და აი ამ მიმართულებით განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლოა ცვლილებები, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად მოხდა კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. განსაკუთრებით, რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობას. მაგრამ, არის ასევე ნაწილობრივ შესრულებული, მაგალითად ანტიკორუფციულ სააგენტოში მოხდა შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები, მაგრამ, ბოლომდე არ არის ეს საქმე ჯერ მიყვანილი. საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები საარჩევნო რეფორმებთან მიმართებაში ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ის, რაც იყო თავის დროზე, ითვალისწინებდა ე.წ შარლ მიშელის შეთანხმებას, მაგალითად 2% - მდე ბარიერის შეზღუდვას, მნიშვნელოვანი საკითხი იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა, რაც უნდა მომხდარიყო აუცილებლად ოპოზიციის აზრის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრია გაკეთებული,მაგრამ ჯერჯერობით არის კიდევ შესასრულებელი. რაც შეეხება დამოუკიდებელ სახალხო დამცველს, შეიძლება ითქვას, რომ აირჩია ორივემ, მისცა ოპოზიციამაც ხმები, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილება მოხდა აქ და შესაბამისად, საარჩევნო წესი ისეთი შემოვიდა, რომ მარტო უმრავლესობის ხმები აქ საკმარისი არ იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსენსუსით არჩევა მაინც არ მოხერხდა. უმცირესობის დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა ის, რომ პოლიტიკოსი აირჩიეს სახალხო დამცველად და არ მიაჩნიათ, რომ ის შეიძლება იყოს სრულიად დამოუკიდებელი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნაწილობრივ შესრულებული. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირმა შეიძლება მიიღოს ასეთი დოზით შესრულება.

პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შესრულებასაც ითხოვს ევროკომისია?

რაც მთავარია, დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის: დეპოლარიზაცია, ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიის საკითხი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. დეპოლარიზაციასთან მიმართებაში, პრაქტიკულად, ეს აქ შეუსრულებელია, იმიტომ, რომ მას მერე, რაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, პირიქით, გაიზარდა დაპირისპირება, როგორც ოპოზიციურ ძალებსა და ხელისუფლებას შორის, შეიძლება ითქვას, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში პრაქტიკულად არ ითვალისწინებს ოპოზიციის აზრს და ასევე, პოლარიზაცია გაიზარდა საზოგადოებაში. მათ შორის, ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა, „უცხო აგენტის“ შესახებ კანონის შემოტანის მცდელობამ.

მედიის თავისუფლება, განსაკუთრებით ხაზგასმულია ამ 12 რეკომენდაციას შორის...

ვიტყვი იმას, რომ მედია გარემოში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ის , რომ დაკავებულია, უსამართლოდ, შეიძლება ითქვას, ერთ - ერთი მედია ჰოლდინგის მფლობელი და გენერალური დირექტორი, ოპოზიციური არხის, ნიკა გვარამიაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, არ იქნა მიღებული შესაბამისი კანონი, რომელიც ვენეციის კომისიამ დაიწუნა ის პროექტი, რომელიც იყო წარდგენილი, რომელიც უზრუნველყოფს არაფორმალური კავშირებით განხორციელებას ძალაუფლების. დამოუკიდებელ სასამართლოსთან მიმართებაში არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ არ შეცვლილა გენერალური პროკურორის არჩევის წესი და არ შეცვლილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების წესი. თუმცა, რაღაც მცდელობა იყო გატარებული, რომ ცვლილებები ყოფილიყო იუსტიციის საბჭოში, მაგრამ, ჩვენ კარგად ვნახეთ ბოლოს, როგორ იყო უკმაყოფილო აბსოლუტურად ოპოზიცია იმ არჩევნებით, მოხდა პრაქტიკულად გადაბირება, ის კი არა, რომ კონსენსუსით იქნა არჩეული, ვთქვათ რაღაც ინსტიტუციის საბჭოს რამდენიმე წევრი, სამ წვერზე იყო საუბარი, ხუთიდან, არამედ, მოხდა უბრალოდ გადაბირება ნაწილის ოპოზიციის, იმისათვის, რომ ხმები დაეგროვებინათ და ეს არ შეიძლება იყოს მისაღები ამ შემთხვევაში.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა როგორია ამ ეტაპზე პროცესებში?

მნიშვნელოვანია ძალიან, რა თქმა უნდა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. აი, სწორედ, იმ კანონის მიღების მცდელობის გამო, განსაკუთრებით ამან უკან დახია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხი, თუმცა, რაღაც მცდელობა არის, რომ აღდგეს ისევ კავშირები, სამოქალაქო საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, მათი დიალოგი, მაგრამ სინამდვილეში, მაინც ძალიან ბევრი რაღაც დაიკარგა ამის გამო და მოხდა გაუცხოება. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მათ მიერ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაღაც თანამონაწილეობა და მონაწილეობა არის პრაქტიკულად ნულზე დღეს, ამიტომ, არ შეიძლება ჩათვალოს.

გარდა შესასრულებელი პირობებისა, კიდევ რა ფაქტორებმა შეიძლება შეუშალოს ხელი კანდიდატის სტატუსამდე ქვეყნის სვლას და ევროინტეგრაციას?

12 პუნქტი იყო დასახელებული იმ მომენტისთვის, გამომდინარე არსებული პრობლემებიდან, მაგრამ, ჩვენ როგორც ვხედავთ, პრობლემები, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის, კიდევ გაიზარდა. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ერთი, უვიზო მიმოსვლის გახსნა რუსეთის ფედერაციასთან და გაღრმავება ურთიერთობების და საავიაციო მიმოსვლის აღდგენა. რამაც, ამ კონტექსტში და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა კონტრპროდუქტიული შედეგი მოგვცა, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. პირველ რიგში ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, აბსოლუტურად არ მოეწონებათ, ისინი ცდილობენ რუსეთის დასანქცირებას, პირველ რიგში ფრენებით, ამ შემთხვევაში, რომ მის ეკონომიკას მიაყენონ ზიანი. ამ დროს, კი ჩნდება ახალი ნიშა, საქართველოს გავლით და ეს არის მათთვის, რა თქმა უნდა მიუღებელი. ამის გარდა, ჩვენ ვიცით, რომ იყო ხშირი ძალიან არასწორი რიტორიკა, იგივე ის, რომ მმართველმა ძალამ დატოვა, მაგრამ, მის გარიცხვას აპირებდნენ ევროპის სოციალ - დემოკრატიული ალიანსიდან. ეს აუცილებლად იმოქმედებს რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაზე და აი, ის გამონათქვამები, სხვადასხვა სახით, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ოპოზიციის წინააღმდეგ, ევროსკეპტიკური გამონათქვამები, რომელთა რიცხვიც გაიზარდა, და გაიზარდა რიტორიკა და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მოვუსმინოთ ევროკავშირს და ვაპირებთ სუვერენული ქვეყანა ვიყოთ, ამიტომ, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი აზრი ჩვენ რეფორმებთან დაკავშირებით. აი, ასეთი რიტორიკა, თავისთავად, არის ძალიან დამაზიანებელი ამ პროცესში. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება ის, რომ ევროკომისიამ უნდა დაწეროს დასკვნა, რომელშიც ბევრი რაღაცა აისახება, გარდა იმისა, რომ ეს 12 პუნქტი აუცილებლად აისახება და მისი მსვლელობის შესახებ ინფორმაცია იქნება. ამის გარდა, იქნება დამატებითი საკითხები, მაგალითად, იგივე, ვუერთდებით ჩვენ თუ არა საგარეო და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთობლივ დეკლარაციებს. ამ გზაზე, ერთ - ერთი ჩვენი ვალდებულება ასოცირების შეთანხმებიდან, რომ ჩვენ ევროკავშირის ერთობლივი პოზიციიდან , რაც შეიძლება მეტ გადაწყვეტილებას შევუერთდეთ. რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცა რომ ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, იქნება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა , თუ კანონის უზენაესობის დარღვევა რომელიღაც ქვეყნებში, ან, თუ გნებავთ ეს ომი, აგრესია მის წინააღმდეგ, ევროკავშირი აკეთებს განცხადებას, ავლენს თავის პოზიციას და ჩვენ უნდა შევუერთდეთ ამას. დღესდღეობით ამ შეერთების მაჩვენებელი გვაქვს - 20 - 25% - მდე, ფარგლებში. ეს არის ძალიან დაბალი, უკრაინას და მოლდოვას აქვს, სადღაც 80- 85% პროცენტი, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივ განცხადებებზე შეერთების მაჩვენებელი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ აქვთ აღქმული 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიერ? როგორია მათი მოლოდინები?

ჩვენთვის შუალედური ანგარიში ხელმისაწვდომი არ იქნება, ის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის, და ჩვენ გავიგებთ, მხოლოდ რაღაც ფრაზებს იქიდან, ზოგად ფრაზებს, პრესკონფერენციაზე, ეს ივნისში მოხდება, მაგრამ, მთავარია, რომ ჩვენ კარგად დავაკვირდეთ, რა განცხადებებს ევროკომისიის სხვადასხვა წარმომადგენლები. მანამდე იყო ელჩების მხრივ გაკეთებული დემარში, მათ მიერ გაკეთებული შეფასებები. ევროკომისიის წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ და ხაზს უსვამენ, რომ ყველაფერი იქნება დამსახურებით შეფასებული. მაშინ, როდესაც, ჩვენი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე , ზოგი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდანაც, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თითქოს გეოპოლიტიკური ვითარება აიძულებს ევროკავშირს ისე მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ზოგი იმაზე საუბრობს, რომ რადგან ჩვენი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, როგორც ხალხი, ამით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს მე მგონი გადამეტებული, ისეთი, არასწორი შეფასებაა, ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ძალიან კარგად თქვა, ევროპარლამენტარმა მაია კალიურანდმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარია. მან თქვა, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, რომ ხალხს მივანიჭოთო კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი, ქვეყანას ენიჭება და ქვეყანა ფასდება იქ არსებული საკანონმდებლო, იქ არსებული ინსტიტუციური რეფორმებით და ასევე, მათთან ერთად, სხვადასხვა ფაქტორებით. მათ, შორის, რა ხდება, რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ ნაბიჯებს დგამს, რამდენად ოპტიმისტურია შეფასებები, რეფორმებთან დაკავშირებით. აი, ეს არის, რაც ქვეყნის ტრანსფორმაციას აჩვენებს. ხალხი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და თუ ვთქვათ იქნება გადაწყვეტილება, მივცეთ, თუ არ მივცეთ? ამას შეიძლება დაემატოს, როგორ ფაქტორი, ხალხში ძალიან დიდია მოტივაცია და მხარდაჭერა ამ პროცესის... მაგრამ, თუ ჩამორჩენა არის მნიშვნელოვანი, ინსტიტუციურ განვითარებაში, საკანონმდებლო განვითარებაში და დემოკრატიის ხარისხი, არის რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი, ადამიანის უფლებების და ყველას ის საკითხი, რომელიც მე ჩამოვთვალე ამ 12 პუნქტთან დაკავშირებული მათ შორის. ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის პოლიტიკური პოზიციონირება, აი, მაგალითად, უკრაინის ომთან მიმართებაში, რუსეთთან რომ იზრდება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა ... ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიულია ამ პროცესისათვის...

ძალიან ცოტა დრო რჩება ოქტომბრამდე, ამ მოცემულობაში, რამდენად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი?

ჯერ დრო არის, მართალია, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, თუმცა, ამ მოცემულობით, ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. გარდა იმისა, რომ ევროკომისიამ უნდა დაწეროს ობიექტური დასკვნა, აუცილებლად შევა მასში, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მომენტები, გარდა ამისა, ამ დასკვნაში, მე ეჭვი მეპარება, რომ აი, ამ მოცემულობით, ევროკომისიამ დაწეროს, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ, მთავარი არის მერე, როდესაც წვერი ქვეყნები, რომც დაწეროს კომისიამ ეს, თუმცა დაბალი ალბათობაა ამისი, შემდეგ წევრმა ქვეყნებმა, დაუჭირონ ერთხმად მხარი, როდესაც ასეთი ევროსკეპტიკური გამონათქვამები ისმის ჩვენი მთავრობის წარმომადგენლობისგან და ისინი, უკმეხად პასუხობენ კრიტიკას ევროკავშირის მხრიდან, ასეთ ვითარებაში, ერთი ქვეყანა მაინც არ გამოჩნდება, რომელიც იტყვის : არა, არა, ამ ეტაპზე, უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ, რომ რაღაც ცვლილებები კიდევ განხორციელდეს საქართველოში. პირველ რიგში საჭიროა ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა, მეტი მოთხოვნა, ხალხის დარაზმვა ოქტომბერში იქნება დასკვნა ევროკომისიის , მისი რეკომენდაცია, რეკომენდაცია იქნება ან დადებითი, ან უარყოფითი. აი, დეკემბერში გვეცოდინება, სტატუსს მოგვცემენ, თუ არა. ხალხი მთლიანად მხარს უჭერს ყველანაირ რეფორმას, ოპოზიცია მხარს უჭერს ყველანაირ რეფორმას და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ევროკავშირიც არის დადებითად განწყობილი, მათ რა თქმა უნდა უნდათ, მაშინ, არ მოგვცემდნენ ამ 12 პუნქტს და არ გვეტყოდნენ, თუ 6 თვეში შეასრულებთ, 6 თვეში მოგცემთო, თუ 1 წელიწადში შეასრულებთ, 1 წელიწადში მოგცემთო. და, კიდევ ერთი რაღაც, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვართ უკვე ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართული, ამიტომ, ახლა, ეს კანდიდატის სტატუსი ერთ- ერთი ეტაპია, ეს არ არის ჯერ არც წევრობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მალე გავივლით ამ გზას, მაგრამ, მთავარი რაც არის, რომ ჩვენ მოგვანიჭეს პერსპექტივა და ჩვენ უკვე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი ვართ, ანუ, ჩვენ უკვე ვდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

თუკი ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა მოვლენები, რა შეიძლება მოხდეს, რამდენად შეიძლება გაჭიანურდეს ეს პროცესი, კანდიდატის სტატუსამდე?

ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, რამდენ ხანში შეცვლის ჩვენი მთავრობა და გამოასწორებს ამ უარყოფით მომენტებს, თუ არადა, უნდა ველოდოთ მაშინ ახალს არჩევნებს და ახალარჩეული ხელისუფლება უფრო ჭკვიანურად იმოქმედებს და უფრო მეტად თანამიმდევრულად, და არ იქნება გაორებული, თან რუსეთთან კავშირი და თან ევროკავშირთან ინტეგრაცია... მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმე ჩამოგვაშორებს ევროკავშირის გზას. ჩვენ არ გვინდა, რომ ერთ ადგილას ვიდგეთ, წინსვლა, ამაზეა, რა თქმა უნდა საუბარი, წინსვლისთვის კი აუცილებელია, როგორც კი ხელისუფლება და მთავრობა შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლებზეც ჩვენ მიგვითითებენ, ყოველ შემთხვევაში, ანგარიშში, რომელიც იქნება ოქტომბერში, იმითი მაინც იქნება კარგი, რომ ზუსტად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა დარჩა გასაკეთებელი. ახალი რეკომენდაციები იქნება მითითებული და ახალ რეკომენდაციებზე ავიღებთ ფოკუსს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები განვახორციელებთ მონიტორინგს, როგორც ვაკეთებდით აქამდე, ისე გავაგრძელებთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / დეკემბერი 2024
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას ზუგდიდელი ალექსი თირქია დაშავდა. მისი ბიძა, იოსებ ჩანადირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდას ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.
03 / დეკემბერი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომა, რომელიც 19 დეპუტატის მოთხოვნით იყო მოწვეული, დღეს გაიმართა.
03 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლის დასაცავად.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.