მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ ია კერზაიას საქმის მთავარი ფიგურანტის, გახარიას ქვეყნის პრემიერად წარდგენა, ცინიკური გადაწყვეტილებაა.
"საქმის გამოძიების შეწყვეტა ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ პარლამენტში მისი წარდგენისას არ დასმულიყო ზედმეტი კითხვები.
ამავდროულად ეს არის ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხება, რადგან გავრილოვის ღამის მთავარი შემოქმედი და ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გახარია ქვეყნის პირველი პირი ხდება.
გასაგებია, ბატონი ივანიშვილი მიდის ვა-ბანკზე და ნებისმიერ ფასად ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას ჩვენი ჯანმრთელობის, თავისუფლების და თუმდაც სიცოცხლის ფასად.
ან მოვიშორებთ ამ ხალხთმოძულე კრიმინალებს, ან ვიქნებით იმ ღრმა წუმპეში, რომელშიც უკვე ყოველდღიურად უიმედოდ ვიძირებით და ფიზიკურად ვიარსებებთ მანამ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენი სიცოცხლე რამეში დასჭირდება!", - წერს შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძია შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად უწყებაში დანაშაულის ნიშნების არასებობას
ასახელებენ.
ამავე თემაზე:
ბაჩანა შენგელია: განათლების მინისტრს ია კერზაიას დასჯა გიორგი გახარიამ დაავალა
საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის მიღებაზე უარი თქვა
ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
მინისტრი: თუ ჩემ მიმართ ია კერზაიას საქმეზე მორალური პასუხისმგებლობა დადგება, თანამდებობას დავტოვებბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის გამოძიების დასრულების თარიღის დასახელებას ითხოვს
ია კერზაიას საქმის განხილვა პარლამენტში ისევ გადაიდო
ბაჩანა შენგელია მინისტრს: ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?ბაჩანა შენგელია პრეზიდენტს: თქვენს წინასაარჩევნო აგრესიულ კამპანიას შეეწირა ქალბატონის სიცოცხლე ზუგდიდში
ია კერზაიას შვილი: აქ იმედი აღარ მაქვს და სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტანბაჩანა შენგელია: პროკურატურას საკმაო მტკიცებულება აქვს იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს
ია კერზაიას შვილი: საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობსბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა
სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა
სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)
დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
მასალის გამოყენების პირობები