მესტიის სოფელ მულახში, მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს მესამე დღეა
ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართულები.
სოფელში მერის წარმომადგენლის თქმით, მდინარე მულხურა ადიდებულია და სამძებრო სამუშაოები გართულებულია.
მომხდარზე გამოძიება გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები