ჩოგბურთის პირველი კლუბი და ტურნირი ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
16:48 / 30.05.2021
წლების შემდეგ ზუგდიდში ჩოგბურთის განვითარებას საფუძველი პირველად ჩაეყარა. „საჩოგბურთო სამოყვარულო კლუბის“ დაარსების იდეა მეგობრებს ეკუთვნის.
საბა შონიამ, გოგა და ლევან დარსანიებმა კლუბი მაისის დასაწყისში დაარსეს და სამეგრელოში პირველი საჩოგბურთო სამოყვარულო ტურნირის ჩატარებაც უკვე მოასწრეს. მიზანი ჩვენს ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარება და კორტების მშენებლობის დაჩქარებაა.
გოგა დარსანია და საბა შონია
„სამივეს, ჩემს მეგობარს საბას და ჩემს ძმას ლევანის, ძალიან გვიყვარს ჩოგბურთი. სამოყვარულო დონეზე ვთამაშობთ, როცა თბილისში ვართ. ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში არ არსებობს ჩოგბურთი. ეს ამ საუკუნეში სირცხვილია, ნამდვილად ძალიან მაგარი სპორტია და ზუგდიდში აუცილებლად უნდა იყოს კორტები“, - გვითხრა გოგა დარსანიამ. განმუხური, საჩოგბურთო ტურნირი
ახალგაზრდებს კლუბის დაარსებაში და შემდგომ, ტურნირის ჩატარებაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაეხმარა. როგორც გოგა გვიყვება, მათ ფედერაციამ საჭირო ინვენტარი გადასცა და ტურნირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაშიც დაეხმარა.
„ყველაზე მთავარი იყო ამ ტურნირის გაპიარება, რადგან სულ ახლახან დავაფუძნეთ და ბევრმა ჩვენს შესახებ არ იცოდა. ფედერაციამ თავის გვერდზე დაგვიდო ინფორმაცია, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ზუგდიდის მერიამაც დიდი დახმარება გაგვიწია ტურნირის ჩატარებაში. მოყვარული ჩოგბურთელები ჩამოვიდნენ, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან, მათ შორის, იმერეთიდან და გურიიდან“, - აღნიშნა მან.
ტურნირის ფინალი განმუხურში 28 მაისს ჩატარდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ფინალში ერთმანეთს გიორგი კახიძე და დავით იაძე შეხვდნენ. 16-კაციანი ტურნირის თასი და ფულადი ჯილდო თბილისელმა დავით იაძემ აიღო.
დავით იაძე, ტურნირის გამარჯვებული
„სამოყვარულო კლუბების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში, რადგან ძალიან ცოტაა. პირველ რიგში, ასეთი ტურნირები ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა. კორტები თუ უკეთესად გაკეთდება, გვექნება შესაძლებლობა მეტ ასეთ ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა“,- ამბობს ტურნირის გამარჯვებული, დავით იაძე.
ტურნირის ორგანიზატორი საბა შონია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის არის საჭირო, კორტებია. საბამ გვითხრა, რომ საჩოგბურთო მოედნის მშენებლობის საკითხზე უკვე ესაუბრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„ვაპირებთ წერილით მივმართოთ მერიას, რათა დაჩქარდეს კორტების მშენებლობა. როგორც ვიცი მისი მოწყობა დაგეგმილი იყო, იმედი მაქვს დაჩქარდება მშენებლობა და ქალაქს მალე ექნება კორტი“, - აღნიშნა საბა შონიამ.
მერიის „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ გვითხრეს, რომ ზუგდიდში საჩოგბურთო მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას და პროექტს, სავარაუდოდ, ქალაქის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის თქმით, კორტები, შესაძლოა, ბენდელიანი ქუჩაზე მოეწყოს, იქ სადაც ამჟამად სპორტკომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
„რამდენიმე ათეული წლის წინ, 90-იან წლებამდე ფაიფურის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო კორტი. კლუბიც არსებობდა , რომელსაც ნუგზარ მიქავა წვრთნიდა. ჩვენთან სპორტის ყველა სახეობა უნდა განვითარდეს, მით უფრო ჩოგბურთი, რომელიც მართლა ძალიან კარგი სპორტია“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გოჩა ჩიქოვანმა.
ინფორმაციისთვის, 2019 წელს ზუგდიდის ყოფილმა მერმა გიორგი შენგელიამ კორტების მშენებლობა დააანონსა. მაშინ, მერმა ისიც თქვა, რომ თუ ახალგაზრდების და ბავშვების მხრიდან დაინტერესება იქნებოდა, ჩოგბურთის სკოლაც გაიხსნებოდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები