ახალი ამბები
ოკუპირებულ რეგიონებში დევნილების უსაფრთხო დაბრუნების უფლებას გაეროში 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუცია მიიღეს. იგი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერაა ინიციირებული.

წელს რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, რაც, 3-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ, ისტორიაში პირველად, მხარდამჭერთა შორის სომხეთიც არის.

რაც შეეხება საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს - ჩინეთს, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, მან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მასთან ერთად, კიდევ 51-მა ქვეყანამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ზიმბაბვემ, ჩრდილოეთმა კორეამ, მალიმ, კუბამ, ბურუნდიმ, ნიკარაგუამ.

დოკუმენტით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი ქმედებებისგან გამოწვეული დემოგრაფიული ცვლილებები დაიგმო, დადასტურდა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ასევე, ხაზი გაესვა მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალისხმევა გაააქტიურონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, სოციალურ კაფე "მეგობარში" პროექტის "დაბრენდე ხელოვნება" შემაჯამებელი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართა. მისი მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების
,,მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, კომპანია “ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახალი სამშენებლო ნორმების, ევროკოდების დანერგვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო სემინარებს გამართავს.
დღის სიახლეები
05 / ივლისი 2024
ზუგდიდში, სოციალურ კაფე "მეგობარში" პროექტის "დაბრენდე ხელოვნება" შემაჯამებელი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართა. მისი მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების
05 / ივლისი 2024
,,მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
05 / ივლისი 2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.