ახალი ამბები
"საჯარო მოხელეებს უნდა შევახსენოთ, რაც ქვეყანაში ხდება" - საპროტესტო აქცია მერიის შენობასთან იმართება (ფოტო)
ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი საქართველო-EU-ის სტრატეგიული ურთიერთობების შეფერხებას აპროტესტებს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და თბილისში, აქციებისას დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას გულისხმობს.

ზუგდიდელი ედუარდ ფარცვანია რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროპული კურსის დაბრუნება, რაც მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ისტორიული არჩევანია.

"როგორც სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში უკვე 26 - დღეა იმართება უწყვეტი საპროტესტო აქცია, სადაც თითოეული ადამიანი ვცდილობთ დავაფიქსიროთ ის ჩვენი გულის წუხილი, რაც არის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული, ის უკვე აშკარა გადახვევა ევროპული კურსიდან, რომელიც დამღუპველია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. თუ რატომ ვიკრიბებით აქ, ჯერ სამუშაო დღეებში მერიასთან და შემდეგ, გადავდივართ სამხარეო ადმინისტრაციასთან, ეს იმის მაგალითია, რომ ყველა საჯარო მოხელემ უნდა იგრძნოს რეალობა. მათ უნდა გაიგონონ ჩვენი ხმა, რომელიც ისმის არა მარტო ერთ ლოკაციაზე, ისმის მთელს ქვეყანაში და საქართველოში", - ამბობს ფარცვანია.

სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ მერიასთან აქციების გამართვის მიზანია, საჯარო მოხელეებს გააგონონ მოქალაქეების ხმა და შეახსენონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

"მერიის შენობასთან პროტესტი სამუშაო საათებში იმიტომ გადმოინაცვლებს, რომ აქაურ საჯარო მოხელეებს შევახსენოთ პირველ რიგში, ის რაც ქვეყანაში ხდება, ის რომ არჩევნები მოგვპარეს, ის, რომ ჩვენი თანამებრძოლები ამდენი ხანია უკვე დატყვევებულები არიან და უკანონო პატიმრობა ემუქრებათ. ზოგადად, ჩვენდა სამწუხაროდ ყოველთვის ესე ხდება საჯარო მოხელეებს ნებისმიერი ხელისუფლება იყენებს ხოლმე არჩევნების დროს და ასე მოხდა ამ არჩევნების დროსაც, მათი დუმილი არის ერთი - ერთი, რის გამოც აქ გადმოვინაცვლებთ ხოლმე და შევახსენებთ, რომ არ არის დუმილის დრო. ასე თეთრი და შავი ჯერ არასდროს არ ყოფილა მოვლენები და თუ ჩუმად არიან ესე იგი ამ ძალადობის მხარეს არიან, ეს გვინდა რომ ვუთხრათ, ამიტომ ვართ აქ", - განმარტავს ვართაგავა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები 18:30 საათზე მსვლელობით გადაინაცვლებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სიტყვით გამოსვლები გაიმართება და დამონტაჟდება მონიტორი, რომელზეც მოქალაქეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ტრანსლაციას უყურებენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

"ბრძოლა გამარჯვებამდე" - ზუგდიდში მორიგი აქცია მერიის შენობასთან გაიმართება

„საქართველო - ევროპაა“, - პროტესტის 25-ე დღე ზუგდიდში (ფოტო)

ზუგდიდში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტო)

პროტესტის მე-20 დღე - ზუგდიდში პროევროპული აქცია გრძელდება (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2024
დღეს, 25 დეკემბერს, ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა. სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ქალები ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, რაფიელ ერისთავის ბიუსტის მიმდებარედ 17:00 საათზე შეიკრიბნენ და სხვადასხვა
25 / დეკემბერი 2024
სოხუმში, 25 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატად, ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა წარადგინა.
25 / დეკემბერი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ცესკომ“ ოლეგ ბარციცი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა, საინიციატივო ჯგუფის წინადადებით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.