ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest-
2016“ ჰოლანდიელმა არტისტმა Fedde Le Grand-მა დახურა.
ფესტივალის ორგანიზატორის გიორგი სიგუას განცხადებით, მცირე
ინფრასტრუქტურული ხარვეზების მიუხედავად, ფესტივალმა წარმატებით
ჩაიარა და მოლოდინსაც გადააჭარბა.
„ხარვეზები ბევრია, მე პირადად არასოდეს ვარ კმაყოფილი ჩემი
გაკეთებული საქმით, თუმცა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. მომავალი
კვირიდან ვიწყებთ 2017 წლის Gem Fest-თვის მზადებას , რომელიც უკვე
მესამე სეზონი იქნება და ნაკლებად გვაპატიებენ შეცდომებს, ამიტომ
ძალიან, ძალიან მაგრად უნდა მოვემზადოთ“,- აღნიშნა მან.
სიგუას თქმით, მომავალ წელს ერთთვიანი მუსიკალური ფესტივალი უფრო
მასშტაბური იქნება.
10-14 აგვისტოს ფესტივალის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ განთავსებულ ხუთ
სცენაზე ერთმანეთს Paul Van Dyk , Paul Kalkbrenner , Cosmic Gate ,
Gus Gus , Stephan Bodzin და სხვა ცნობილი შემსრულებლები
ენაცვლებოდნენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები