პირველი აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმი ზუგდიდში (ვიდეო)
15:44 / 11.05.2019
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.
„ეს არის რეგიონებში პირველი, კონკრეტული შესაძლებლობების პრეზეტენტაცია და იმ შესაძლებლობების ჩვენება, რომელთა გამოყენებასაც სახელმწიფო სთავაზობს ადგილობრივებს. ჩვენ ყველა რეგიონში ჩავალთ, რათა ფერმერები მეტად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა ინკლუზიური ზრდაა. გვსურს, მათ გავაცნოთ რესურსები, რაც აგრო-სასურსათო კუთხით გააჩნიათ. სამეგრელოს კი ამ მხრივ მართლათ უნიკალური შესაძლებლობები აქვს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორჯერ გაზრდილია მაქსიმუმი თანხებისა, რითაც ფერმერები დაფინანსდებიან.
„მოგეხსენებათ, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დავაანონსეთ, ადგილობრივი ფერმერებისგან მივიღეთ რჩევები როგორ უნდა დაგვეხვეწა ეს პროგრამა. ჩვენ ორნახევარჯერ გავზარდეთ ჭერი იმ თანხისა, რომლითაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ დაფინანსებას. ასიათასიდან გავზარდეთ ორასორმოცდაათას ლარამდე გარდა ამისა ყველა რაიონზე გავრცელდება კენკროვანი ხილის პროგრამები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ამ ულამაზეს რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც, ჩვენ დავიწყეთ სპეციალური პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრი სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა გვესმოდა. ჩვენი სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაში იყო 900 მილიონი ჩვენ შევძელით და შევამცირეთ ეს 300 მიოლიონამდე. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ სრულად შევამციროთ დეფიციტი არამედ გავხდეთ ერთ-ერთ ექსპორტიორი ქვეყანა და ამის შესაბამისად შევქმნათ დამატებითი დოვლათი სოფლის მეურნეობიაში“-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ფორუმს 150 სტუმარი დაესწრო. ღონისძიება ორდღიანია და ის ანაკლიაში ხვალ გაგრძელდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები