ახალი ამბები
წითლიძე: ვასაჯაროებთ კადრებს, რომელშიც ჩანს მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობები და პროცესში ჩართული პირები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობს" ზუგდიდის ორგანიზაცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც, მისივე მტკიცებით, ასახავს ფაქტს, თუ როგორ მოახერხეს მათ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობების დაბრუნება. წითლიძის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს სოფელ რიყეში მოხდა. მისივე თქმით, ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები ამავე სოფლის მკვიდრმა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მაყვალა ანთიამ ჩამოართვა და ასევე პროცესში ჩართულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია.

"დღეს ჩვენ გავასაჯაროებთ კადრებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სოფელ რიყეში და ნახავთ, როგორ დადიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და როგორ ართმევენ ენმ-ის სახელით ამომრჩეველს პირადობის მოწმობებს. ეს ადამიანები არიან მაყვალა ანთია, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და მერაბ კაკალია, ზუგდიდის თეატრის მსახიობი. ამ ადამიანებმა დღეს რიყეში 30-მდე ადამიანს, ენმ-ის მხარდამჭერს გამოართვეს პირადობის მოწმობა და ჩვენ შევძელით მივსულიყავით კონკრეტულ ადგილას და წაგვერთმია ეს მოწმობები და დაგვებრუნებინა ამომრჩევლისთვის. ჩვენი ინფორმაციით, მაყვალა ანთიას შვილი იმყოფება პატიმრობაში, კონტრაბანდაზე და სწორედ პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ "ქართული ოცნება" სთხოვს პირადობების აკრეფას. მოვუწოდებ პირველ რიგში ოპოზიციის ამომრჩეველს, ნუ მისცემთ პირადობის მოწმობებს ნურავის, არ დაუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან მოდიან ნაციონალური მოძრაობის სახელით. "ქართული ოცნების" შტაბს მივმართავ - შეწყვიტეთ მსგავსი უკანონო ქმედებები, ადამიანის პირადი პრობლემებით და ტრაგედიით მანიპულაცია", - ამბობს წითლიძე.

ოპოზიციური პარტია პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ენმ-ის ბრალდებებზე "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში განმარტებები ჯერ არ გაუკეთებიათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
05 / თებერვალი 2025
ზუგდიდის საკრებულოში დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის წესრიგით განსაზღვრული ათი საკითხიდან, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი ცხრას დაუჭირა, ხოლო ხმაური მოჰყვა მეათე საკითხის, 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის, 5 368 300 ლარის, 2025 წლის ბიუჯეტში ასახვის განხილვას. კვორუმის არარსებობის გამო, საკითხი ჩავარდა. მას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 5, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა 23-ს შეადგენს.
05 / თებერვალი 2025
დღევნდელ გადაცემაში გთავაზობთ 2024 წლის მოკლე ანგარიშს და 2025 წლის პირველ გადაცემას .გადაცემაში საუბარია მუზეუმის ახალ გამოცემაზე, უნიკალური კატალოგი, რომლის აუდიო ვერსიას შემოგთავაზებთ ჩვენი გადაცემების მეშვეობით.
05 / თებერვალი 2025
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.