ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
მისი თქმით, ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ და თავის კანდიდატურას დააყენებს.
ოკუპირებული რეგიონის აწ უკვე გადამდგარმა „პრეზიდენტმა“ აღნიშნა, რომ „აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია განიმუხტა.
ბჟანიამ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მომხრეა „არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებისა“, რითაც გამოეხმაურ აფხაზი ოპოზიციონერების ინიციატივას „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ „აფხაზეთის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია რუსეთთან სამართლიან, კეთილმეზობლურ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე“.
„ყველაფერი, რაც დღეს ამ კუთხით კეთდება, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ, ჩვენი სახელმწიფოს ნგრევისკენ არის მიმართული. ბევრს დაავიწყდა, რომ საქართველოსთან ძალი გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება, ჯერაც არ არის ხელმოწერილი. ასეთი რთული პრობლემების ფონზე ვითარების დესტაბილიზაცია, მხოლო მათთვის არის ხელსაყრელი, ვისაც არ ესმის ან ბინძური პოლიტიკური მიზნებისკენ ისწრაფვის“, - აღნიშნა მან.
ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 19 ნოემბერს
დატოვა ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გადადგომის შემდეგ ბჟანია მოსკოვში
გაემგზავრა.
მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში
ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.
მასალის გამოყენების პირობები