საოჯახო მარანი "ოდას" დამფუძნებელი ქეთო ნინიძე სოციალურ ქსელში
წერს, რომ ომბუდსმენმა გასტრონომიული ფესტივალიდან მისი მოხსნის ფაქტზე დისკრიმინაცია ვერ დაადგინა.
"ამ ამბის გახმაურების შემდეგ რომ ომბუდსმენის აპარატი დამიკავშირდა, გამიკვირდა და ეჭვიც არ შემპარვია, რომ ამ მარტივ კითხვებს ისინიც დასვამდნენ. როგორც ჩანს, უბრალოდ, იმიტაციას ქმნიან, თითქოს, ქვეყანაში რომელიმე ინსტიტუტი სიმართლის დასადგენადაა მოტივირებული. მეც არ დამეზარა და iSFED-ის დახმარებით მივყევი ბოლომდე საქმეს არა იმიტომ, რომ მიხარია ვინმესთან ჭიდაობა, არამედ - იმიტომ, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჭამა-სმის ფესტივალებშიც რომ პოლიტიკა ერევა, ამ მოცემულობის მშვიდად მიღება. იმიტომაც, რომ ვთვლი, თუ ყველანი გავჩუმდით, უარეს ჭაობში აღმოვჩნდებით. მაგრამ რა გვიკვირს? რანაირად შეიძლება, დისკრიმინაცია დაინახოს კაცმა, ვინც ბიულეტენებიდან გაჟონილ ლაქას ვერ ხედავს და უკანონოდ მოწვეულ პარლამენტს უქმნის ანტურაჟს. უარესი. ოდას მხარდაჭერისთვის ორგანიზატორი სახელმწიფო ორგანიზაციის მესვეურს ადამიანები მეგობრებიდან წაუშლია", - აღნიშნავს ნინიძე.
რამდენიმე თვის
წინ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ოდა" გემო ფესტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. ის გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა. წელს, გასტრონომიულ ფესტივალზე სამეგრელოდან რამდენიმე მონაწილე, მათ შორის
ლიკა როგავა და
ეკა ხუტკუბია მოიხსნა. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზატორებმა დაუსახელეს, რომ ისინი ღონისძიებისთვის ზედმეტად ცნობადი სახეები იყვნენ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "გემო ფესტის" ორგანიზებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ
488 847 ლარი დახარჯა.
"გემო ფესტი" ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 7-8 სექტემბერს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები