რეგიონი
საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა, მასში არ მონაწილეობდა 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია.

საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა, 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა. პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იყო გამოცხადებული.

225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს, რადგან არ მოსწონს კანდიდატი.

ცნობისთვის, პროტესტის ნიშნად დღეს პარლამეტში პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ზურაბ ჯგუბურიას და ასევე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა დეპუტატმა თემურ მჟავიამ.

შეგახსენებთ, უკვე მეჩვიდმეტე დღეა, მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. 28 ნოემბრიდან, საპროტესტო დემონსტრაციები, საქართველოს მასშტაბით იმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
დღის სიახლეები
26 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ
26 / დეკემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის ზუგდიდსა და მარტვილში, 26 - 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსს
26 / დეკემბერი 2024
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის ჰუმანიტარულ ელექტროენერგიას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე მიაწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.